loading...

საქართველო



საქართველო კულტურის, რელიგიის, თვალწარმტაცი ბუნებისა და უძველესი ისტორიის თვალსაზრისით უნიკალური ქვეყანაა. ამ პატარა ტერიტორიაზე საოცრადაა შერწყმული ყველაზე კონტრასტული, რაც შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს - მარადიული თოვლით დაფარული მწვერვალები თუ სუბტროპიკული სანაპიროები, უდაბნო თუ ხშირფოთლოვანი ტყე, თანამედროვე ქალაქები თუ უძველესი სოფლები.


საქართველო მდებარეობს სამხრეთ კავკასიაში, შავი და კასპიის ზღვებს შორის. იგი დაახლოებით სამი ათას ხუთასი წლის ისტორიის მქონე ქვეყანაა და ორი ათასი წელია, რაც აქ ქრისტიანობაა გავრცელებული.

უძველესი დროიდან საქართველოს ღვინის სამშობლოდ მოიხსენიებენ. ქვეყანას ღვინის დამზადების ძალიან დიდი ტრადიცია აქვს. არქეოლოგები და ისტორიკოსები ფლობენ ისტორიულ მასალას 7000-წლოვანი ქართული ყურძნის ჯიშებისა და კიდევ უფრო ძველი ღვინის ჭურჭლის შესახებ. მეცნიერთა მტკიცებით, ყურძნის უძველესი ჯიშები სწორედ საქართველოშია აღმოჩენილი.

საქართველოს მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 5 მილიონს. ქვეყნის ოფიციალური ენა ქართულია. ეს არის ერთადერთი ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში, რომელსაც უძველესი დამწერლობა და საკუთარი ანბანი აქვს. ქართული ანბანი მსოფლიოში არსებული 14-დან ერთ-ერთია. მისი წარმოშობის რამდენიმე ვერსია არსებობს, თუმცა ყველაზე გავრცელებული მოსაზრებით, იგი წინარექრისტიანულ ეპოქაშია შექმნილი.

თბილისი საქართველოს დედაქალაქი მე-5 საუკუნიდანაა. ქალაქის დაარსებას საინტერესო ისტორია აქვს. ლეგენდის მიხედვით, თბილისის მშენებლობას მეფე ვახტანგ გორგასლის დროს ჩაეყარა საფუძველი. ქალაქი თბილი მინერალური წყლის საბადოებზეა აშენებული და აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც. საქართველოს დედაქალაქი გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი მთელ კავკასიაში. თბილისის ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია მთაწმინდა, მეტეხის ტაძარი, რომელიც კლდის წვერზე დგას და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს, ნარიყალა - ციხე-გალავნის ნაშთი, სიონის ტაძარი და სხვა მრავალი.

საქართველოს უმშვენიერესი არქიტექტურა, ძირითადად, წარმოდგენილია უძველესი ტაძრებით, ეკლესიებითა და ციხესიმაგრეებით, რომლებიც, მიუხედავად ისტორიული ქარტეხილებისა, ქვეყანაში მრავლადაა შემორჩენილი. ფორმების სიმარტივე, ეფექტური დიზაინი, ჰარმონიული პროპორციები, უმშვენიერესი ორნამენტები და იდეალური შერწყმა გარემომცველ ბუნებასთან ქართული არქიტექტურის უდიდესი ღირსებაა. ეკლესიების ძირითადი ტიპი არის ბაზილიკა. ქართული ბაზილიკის უძველესი ნიმუშები მე-4 მე-6 საუკუნეებით თარიღდება.

რაც მთავარია, ქვეყანას საამაყო და უნიკალური პოლიფონიური სიმღერების ტრადიცია აქვს. მრავალხმიანი ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები მსოფლიოს ცნობილი პროფესიონალების ყურადღებას იპყრობენ. საქართველო გამოირჩევა სპეციფიკური სამზარეულოთი და სახელგანთქმული სტუმართმოყვარეობით. ქართული სტუმართმოყვარებით მოხიბლულ უცხოელ ტურისტებს ხშირ შემთხვევაში სწორედ ამის გამო უჩნდებათ მისი ხელახალი მონახულების სურვილი.

საქართველო ცნობილია მრავალფეროვანი პეიზაჟებით. მოგზაურებს ქვეყნის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად ფართო არჩევანი ეძლევათ. მათ შეუძლიათ იხილონ ისტორიული ძეგლები, უნიკალური არქიტექტურა, ხელოვნების განუმეორებელი ნიმუშები, უძველესი ტრადიციები, კულტურა, მომხიბვლელი კავკასიის მთათა სისტემა, უნიკალური კურორტები და ეროვნული პარკები. ასევე შესაძლებლობა ექნებათ, იგემონ უგემრიელესი ქართული კერძები და ღვინო, გაიცნონ მეგობრული და სტუმართმოყვარე ხალხი.

საქართველოს ისტორია
წმიდა ნინოს ცხოვრება



წმიდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა - ზაბულონი, კეთილმორწმუნე და დიდგვაროვანი კაცი, იმპერატორ მაქსიმიანესთან მსახურებისთვის კაბადოკიიდან რომში წავიდა. ახოვანი და ბრძოლებში განთქმული ზაბულონი იმპერატორმა მალე მხედართმთავრად დაადგინა. ამ დროს მაქსიმიანეს ფრანგები განუდგნენ; ზაბულონმა ღვთის შეწევნით დაამარცხა ისინი და მათი მთავარი და წარჩინებულნი იმპერატორთან შეპყრობილნი მიიყვანა. მაქსიმიანემ უხვად დაასაჩუქრა ზაბულონი, ხოლო განდგომილთ სიკვდილი მიუსაჯა. ტყვეები ტირილით შეევედრნენ ზაბულონს: შეგვიყვანე შენი ღმერთის ტაძარში, მოგვნათლე მისი სახელით, ვისაც შენ ემსახურები და ჩვენს სიკვდილში ბრალი არ გექნებაო.

მან რომის პაპს აუწყა ტყვეთა სურვილი, რომელმაც მონათლა ისინი და ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს აზიარა.
 მეორე დღეს სიკვდილმისჯილთ სამკვდრო სამოსელი შეიმოსეს და წმიდა ნათლისღებით აღბეჭდილნი უშიშრად მოელოდნენ სიკვდილს. ზაბულონმა შეხედა მათ ცხვრებივით მოდრეკილ თავებს, ატირდა და მაქსიმიანესგან მათი სიცოცხლე გამოითხოვა. განთავისუფლებული ფრანგები შეევედრნენ, რომ გაჰყოლოდა და მათი ერი ქრისტიანობის ნათელს ეზიარებინა. ზაბულონმა პატრიარქისაგან მღვდლები ითხოვა და თან გაჰყვა. ათი დღის განმავლობაში მდინარეში ინათლებოდა ხალხი; შემდეგ კარვები აღმართეს, უსისხლო მსხვრპლი შეწირეს და ყველანი წმიდა საიდუმლოს აზიარეს.

სამშობლოში დიდძალი ძღვენით დაბრუნებულმა ზაბულონმა გადაწყვიტა, იერუსალიმში წასულიყო, მოელოცა წმიდა ადგილები და თავისი სიმდიდრე იქაური გლახაკებისთვის დაერიგებინა. იერუსალიმში იგი პატრიარქ იუბენალს დაუახლოვდა. ბავშვობაში დაობლებულმა იუბენალმა და მისმა დამ - სოსანამ გაყიდეს მშობლების ქონება, დატოვეს თავისი სამშობლო - კაბადოკია და იერუსალიმში მაცხოვრის საფლავს ემსახურებოდნენ. კეთილად ქცევისა და წესიერებისთვის პატივითი-პატივად აღყვანილი იუბენალი პატრიარქობამდე მიიწია, ხოლო სოსანა - მაცხოვრის საფლავის მომვლელ წარჩინებულ ქალს - სარა ბეთლემელს მორჩილებდა. სწორედ მისი რჩევით მიათხოვა პატრიარქმა სოსანა ვაჟკაცობით, სიბრძნითა და ღვთისმოშიშებით განთქმულ ზაბულონს და ახალშეუღლებულნი კაბადოკიაში გააგზავნა. ამათგან იშვა წმიდა ნინო - "ხეთა კეთილთაგან ნაყოფი კეთილი".

თორმეტი წლის რომ შესრულდა წმიდა ნინო, მისმა მშობლებმა გაყიდეს მთელი ქონება, თავის ასულთან ერთად იერუსალიმში წავიდნენ და მონაგები იქაურ გლახაკებს გაუნაწილეს. საღმრთო შურით აღძრული ზაბულონი ცრემლებით გამოეთხოვა შვილს და მოუწოდა, სამარადისოდ დაენერგა გულში ღვთის შიში და სიყვარული და მენელსაცხებლე დედებისა და ლაზარეს დებისთვის მიებაძა. უკანასკნელად ეამბორა მას და ამა სოფელს განშორებული იორდანის მიღმა უდაბნოში განმარტოვდა. პატრიარქმა სოსანა, მისივე სურვილისამებრ, უძლური დედების მომვლელად განაწესა, ხოლო წმიდა ნინო სარა ბეთლემელს მისცა აღსაზრდელად. ხედავდა რა წმიდა ნინოს დიდ სულიერ ძალას, იგი ასე უწინასწარმეტყველებს მას: "ვხედავ შვილო, შენში დამკვიდრებულ ძუ ლომის ძალას, რომელიც ყველა ოთხფეხზე ბატონობს. დედალი ორბი მამალზე უფრო მაღლა ადის ჰაერში; იქიდან მთელ ხმელეთს მცირე მარგალიტივით თვალის გუგაში მოიქცევს და შენიშნავს რა თავის საკბილოს, დაეშვება და ზედ დააცხრება. ამგვარივე იქნება შენი ცხოვრება სულიწმიდის წინამძღვრობით".

ამ ღვთისმოშიშმა ქალმა ზედმიწევნით იცოდა ძველი და ახალი სჯული და წმიდა ნინო ყველაფერში კეთილად განსწავლა. წმიდანმა მისგან ისიც შეიტყო, რომ მაცხოვრის კვართი წარმართთა სამეუფო ქალაქ მცხეთაში იყო დაკრძალული.
 ერთხელ, როდესაც წმიდა ნინო ღვთისმშობლის ხატთან ლოცულობდა, საღმრთო ძალით ღვთისმშობლის სენაკთან იქნა აღტაცებული. მას ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა და უთხრა: "აჰა, წარგგზავნი ჩემს წილხვდომილ ჩრდილოეთის ქვეყანაში, საქართველოში. წადი სიმხნით და უშიშად და მის მკვიდრთ ჭეშმარიტება უქადაგე". შეძრწუნებულმა წმიდანმა მიუგო: "დედოფალო, როგორ შევძლებ ამას სუსტი და უსწავლელი დედაკ? იშნად და წინამძღვრად?" მაშინ ღვთისმშობელმა მოკვეთა იქვე ამოსული ვაზის რტო, რომლისგანაც ჯვარი შექმნა, მისცა და უთხრა: "ამით დაძლევ ეშმაკის ყველა მანქანებასა და წარმართავ ქადაგებას, ხოლო მე შეგეწევი და არ დაგტოვებ".
 ჩვენების შემდგომ წმიდა ნინომ იხილა, რომ ხელში ვაზის ჯვარი ეპყრა და შეძრწუნებულმა ადიდა უფალი და ღვთისმშობელი. მან პატრიარქს მოუთხრო ყოველივე ეს და ამ სასწაულის ნიშანი - ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ჯვარი აჩვენა. მალე ეფესოდან ერთი წარჩინებული ქალი მივიდა მაცხოვრის საფლავის მოსალოცად. როდესაც სახლში დაბრუნება დააპირა, წმიდა ნინომ პატრიარქს სთხოვა, მისთვის გაეყოლებინა იქ, სადაც უფალმა მოუწოდა. პატრიარქმა აღსავლის კართან დააყენა დისშვილი, აკურთხა და უფალს შეავედრა. ეფესოში ჩასული წმიდა ნინო ერთ წარჩინებულ ქალს - რიფსიმეს შეხვდა, რომელიც მისი სწავლების შემდგომ თავის გამზრდელ გაიანესა და სახლეულთან - ორმოცდაათ ქალწულთან ერთად მოინათლა. წმიდანი ორი წელიწადი ცხოვრობდა მათთან.

ამ დროს ქრისტიანთა სასტიკმა მდევნელმა დიოკლიტიანემ მშვენიერი რიფსიმეს ცოლად შერთვა მოინდომა, რისთვისაც რიფსიმემ, მისმა სახლეულმა და გაიანემ საბერძნეთი დატოვეს. მათთან ერთად წამოვიდა წმიდა ნინოც. ლტოლვილებმა სომხეთამდე მიაღწიეს და თავი სამეფო ბაღს შეაფარეს. დიოკლიტიანეს ბრძანებით ისინი სომხეთის მეფემ თრდატმა მოძებნა და სასტიკად აწამა.
 ღვთის განგებით დაფარული წმიდა ნინო ხედავდა ანგელოზებს, რომელთაც დიდებით აჰყავდათ ზეცაში წმიდა მოწამეთა სულები. დავარდა მიწაზე და უფალს შეჰღაღადა: "უფალო ღმერთო ჩემო, ნუ დამტოვებ ასპიტთა და იქედნეთა შორის". ამის პასუხად ზეციურმა ხმამ მოუწოდა, აღმოსავლეთით წასულიყო და ის საქმე აღესრულებინა, რისთვისაც უფალმა დაიფარა.



 1. სადაც ეს სახარება იქადაგება, იქ ითქვას ამ დედაკაცის შესახებ (მათე 26,13).
 2. არც მამაკაცებაა, არც დედაკაცება, არამედ თქვენ ყველანი ერთნი ხართ (გალ. 3,28)
 3. წადით და მოიმოწაფეთ ყოველნი წარმართნი და ნათელსცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა (მათე 28,19).
 4. ნათელი გამობრწყინდა წარმართთა ზედა დიდებად ერისა შენისა ისრაელისა (ლუკა 12,32).
 5. იქადაგეთ სახარება სასუფეველისა ყოველსა სოფელსა (მარკ. 16,15).
 6. რომელმაც თქვენი ისმინოს და შეგიწყნაროთ, მე შემიწყნარა, და რომელმაც მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს ჩემი მომავლინებელი (მათ. 10,40).
 7. ძალიან უყვარდა უფალს მარიამი, რამეთუ მარადის მის ჭეშმარიტ სიტყვას ისმენდა.
 8. ნუ გეშინიათ მათგან, რომელთაც მოსწყვიტონ ხორცნი თქვენნი, ხოლო სულთა მოწყვეტა არ ძალუძთ (მათ. 10,20).
 9. უთხრა მარიამ მაგდალინელს იესომ: წადი, დედაკაცო, და ახარე დათა ჩემთა (იოანე 20,17).
 10. ყველგან იქადაგეთ სახლითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.

 ჩვენების შემდეგ წმიდა ნინომ დიდხანს ილოცა. მხურვალედ შეევედრა ღვთისმშობელს და შემწეობა სთხოვა.

 მრავალი ჭირითა და იწროებით, ძნელი და ფიცხელი გზებით მიიწია ქართლის სანახებამდე და ქალაქ ურბნისში შეჩერდა. აქ უცხო ღმერთთა მსახური ხალხი იხილა, რომელნიც ცეცხლს, ქვასა და ხეს სცემდნენ თაყვანს. რადგანაც ებრაული ენა კარგად იცოდა, ებრაელთა სინაგოგაში მივიდა საცხოვრებლად და ქართველთა ზნე-ჩვეულებას აკვირდებოდა.
 ერთი თვის შემდეგ ურბნისიდან ურიცხვი ხალხი წავიდა მცხეთას სავაჭროდ და არმაზის კერპის თაყვანისსაცემად. მათ წმიდა ნინოც თან გაჰყვა. მცხეთაში მისული უყურებდა კერპთმსახურების საცდურით დაბნელებულ ხალხს და ტიროდა მათი ცდომილებისა და წარწყმედისათვის.
 მეორე დღეს დასცეს საყვირს და ყოველი კუთხიდან შეკრებილმა ხალხმა ფერადი სამოსლითა და ყვავილებით შეამკო მოედანი, სადაც მეფე-დედოფალს უნდა გაევლოთ. მალე მთები ხალხით აივსო. წმიდა ნინო მათ შეუერთდა და მთაზე ასულმა იხილა არმაზის კერპი, რომელსაც ტანთ ოქროს ჯაჭვი ემოსა, თავზე ოქროს ჩაფხუტი ედგა, თვალად ზურმუხტი და ბივრილი ჰქონდა და ხელთ ბრწყინვალე მახვილი ეპყრა, რომელიც ელვასავით ტრიალებდა, თუ ვინმე შეეხებოდა, თავს სასიკვდილოდ გაწირავდა, ამიტომ შიშითა და ძრწოლით მიეახლებოდა მას მეფე და ერი. მარჯვნივ მას ოქროს კაცი ედგა - გაცი, ხოლო მარცხნივ - ვერცხლისა, - გაიმი. ეს კერპები ღმერთებად მიაჩნდათ ქართველებს.
 იხილა რა მტრისგან დაბნელებული ერი, რომელიც ცოცხლივ შთაენთქა ჯოჯოხეთს, წმიდანი ატირდა, მცირედ მოშორდა იმ ადგილს და უფალს შეევედრა, გამოევლინა თავისი ძლიერება, რათა ხალხს ჭეშმარიტი ღმერთი ეცნო.

ლოცვის დასრულებისთანავე ჭექა-ქუხილი ატყდა და საშინელი ქარი ამოვარდა. შეშინებული ხალხი სწრაფად განეშორა იქაურობას. უეცრად მოიწია რისხვის ღრუბელი, საკერპოს ლოდებივით ეკვეთა სეტყვა და სრულიად დალეწა და შემუსრა; სასტიკმა ქარმა დაარღვია საკერპოს ზღუდეები და კლდის ნაპრალებში ჩააბნია. კლდის მცირე საფარველქვეშ მდგომარე წმიდა ნინო ღმერთს ქებასა და მადლობას სწირავდა.
 როდესაც დამშვიდდა იქაურობა და ჰაერი გაიწმინდა, წმიდანმა ძველ ნაციხართან მდგარ აკაკის ხეზე ჯვარი გამოსახა და ღმერთს შეცდომილი ერის ხსნას ევედრებოდა.

მეორე დღეს ძრწოლამ შეიპყრო მეფე და ერი, თავისი ღმერთების კვალსაც რომ ვერ მიაგნეს. გაკვირვებით უყურებდნენ ერთმანეთს და ამბობდნენ: ქალდეველთა ღმერთი ითრუჯანი მტერია ღვთისა ჩვენისა არმაზისა; როგორც სოფლისმპყრობელთა ჩვეულებაა, ერთმანეთს ებრძვიან და ეს ყველაფერი მის მიერ მოიწიაო. დედოფლის სეფექალმა შროშანამ ხესთან წმიდა ნინო დაინახა, მასთან ბერძნულად მეტყველი ქალი მიიყვანა და ვინაობა და იქ ყოფნის მიზეზი გამოჰკითხა. წმიდანმა ყველაფერი მოუთხრო, ოღონდ დაფარა, რომ განთქმული ოჯახის შვილი იყო და თავის თავს "ტყვე” უწოდა. შროშანას შეეცოდა უცხოობაში მყოფი ქალი და სასახლეში გაყოლა შესთავაზა. სამი დღის შემდეგ მცხეთაში ჩასული წმ. ნინო სამეფო ბაღში შევიდა. ბაღის მცველის მეუღლემ ანასტომ თბილად მიიღო, ფეხები დაბანა, ზეთი სცხო და დააპურა. ამ კეთილმა ოჯახმა ცხრა თვე შეიფარა წმიდა ნინო. ცოლ-ქმარს შვილი არ ჰყავდათ, რასაც ძალიან წუხდნენ. ერთ ღამეს წმიდანმა ნათლითმოსილი კაცი იხილა, რომელმაც ბაღში მიუთითა ადგილი, საიდანაც მიწა უნდა აეღო და მათთვის შესაჭმელად მიეცა (ამ ადგილას იდგა მშვენიერი კვიპაროსი, რომელიც საოცარ სურნელებას გამოსცემდა). წმიდა ნინოს ლოცვით მათ შვილები ეყოლათ და ამ სასწაულით ქრისტე ირწმუნეს.
 წმიდა ნინომ სამგზის იხილა ჩვენება: თითქოს მოფრინ-დებოდნენ ფრინველები, შავ ფრთებს მტკვარში განიბანდნენ და მშვენიერ კვიპაროსზე შემოკრებილნი წმიდანს შეჰღაღადებდნენ.

მან ეს ხილვა ებრაელი მღვდლის - აბიათარის ასულ სიდონიას მოუთხრო, რომელიც წმიდანის ფარული მოწაფე იყო. მან კარგად იცოდა მოსეს სჯული და სულიწმიდით აღძრულმა უთხრა: "ტყვეო და ტყვეთა მხსნელო, შენ მიერ ეგულება შემოქმედს სულთა ჩვენთა განათლება და შენ მიერ იცნობს წარმართთა სიმრავლე ჭეშმარიტ ღმერთს".

წმიდა ნინომ განმარტოებით ცხოვრება მოისურვა. სამეფო ბაღის მახლობლად, კარვის მსგავსად გარდართხმულ მაყვლოვანში დასახლდა, იქ აღმართა ვაზის ჯვარი და დღე-დაღამ ევედრებოდა უფალს წარწყმედული ერის მოქცევას. ექვსი წელიწადი იცხოვრა ფიცხელი მოღვაწეობით: ცრემლითა და მოუკლებელი ლოცვით. მისი საშვებელი მარხვა იყო, სამოსელი - უხეში ქსოვილისა, ხოლო განსასვენებელი სარეცელი - მიწაზე დაგებული ძაძა. იგი ნელ-ნელა თესავდა ქართველებში მაცხოვნებელი სარწმუნოების მარცვლებს და მისი მოწაფეების რიცხვი თანდათან იზრდებოდა.

წმიდა ნინომ მრავალი უძლური მოარჩინა. მისი ლოცვით განიკურნა მძიმე სენით შეპყრობილი დედოფალი ნანა, რომელმაც ამ სასწაულით ირწმუნა ქრისტე. წმიდანის მოძღვრებით განათლებულმა დედოფალმა მირიანს აუწყა თავისი სასწაულებრივი განკურნება და ძალი ღმრთისა, რომელსაც უცხო დედაკაცი ქადაგებდა. გაკვირვებულმა მეფემ აბიათარისგან ძველი და ახალი სჯულის გამოძიება დაიწყო და სურვილი გაუჩნდა ქრისტიანობის მიღებისა.

წმიდა ნინოს მიერ დღითი-დღე აღესრულებოდა სასწაულები და ურიცხვი კურნებანი. მირიანმა სთხოვა მას, განეკურნა ბოროტი სულით გვემული სპარსი მთავარი ხუარა და დაეჭვებით ჰკითხა: "რომელი ღმერთის ძალით კურნავ ხალხს? იქნებ არმაზისა და ზადენის შვილი ხარ და მათ მოგანიჭეს კურნების ძალა. ისინი, თუმცაღა ჰაერმა შემუსრა, კვლავ ცოცხლები არიან. თუ ამ მთავარს განკურნავ, დიდძალ სიმდიდრეს მოგანიჭებ და ამ ქალაქში ყველასგან პატივცემული იქნებიო. წმიდა ნინომ მიუგო: "ცისა და ქვეყნის შემოქმედი მალე გამოაბრწყინვებს შენ შორის ნათელს... შენს ქალაქში დაფარული იესო ქრისტეს სამოსლის ძალით აღესრულება კურნებანი და მისი წმიდა სახელით ეს მთავარიც განიკურნება".

წმიდა ნინომ კვიპაროსთან განკურნა ხუარა, რომელიც მთელი ოჯახით ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოიქცა.

ერთხელ მირიანი მუხნარის მხარეს სანადიროდ წავიდა. კაცთა მოდგმის მტერმა ძველი კერპების სიყვარული გაუღვიძა და გადაწყვიტა, მახვილით მოესრა ქრისტიანები. მან მხლებლებს მიმართა: ჩვენ ღირსნი ვართ, რომ ბოროტება მოგვაწიონ ჩვენმა ღმერთებმა, რადგანაც შევწყვიტეთ მათი მსახურება და ჩვენს ქვეყანაში ქადაგების ნება გრძნეულ ქრისტიანებს მივეცით. მე განვიზრახე, რომ შევმუსრო ყველა ქრისტიანი და გულმოდგინედ ვემსახურო ჩემს ღმერთებს. თუ დედოფალი არ უარყოფს ქრისტეს, მასაც არ დავინდობო. მაშინ კაცთმოყვარე უფალმა პავლე მოციქულივით მოინადირა იგი და თხოთის მთაზე ასულს უეცრად თვალთ დაუბნელდა. მირიანმა სიარული ვეღარ შეძლო და შეძრწუნებული ერთ ადგილას შეჩერდა; მოუხმო არმაზს და ზადენს, მაგრამ არაფერი ეშველა. სასოწარკვეთილი მეფე ფიქრობდა: "ცოცხლივ ჯოჯოხეთში ვარ და არ ვიცი მთელი ქვეყანა დაიქცა თუ მხოლოდ ჩემს თავს მოიწია ეს ჭირი". როდესაც სიცოცხლის იმედი გადაუწყდა, უფალმა კეთილად შეცვალა მისი გონება და ხმამაღლა ღაღადყო: "თუ ჩემთვისაა მხოლოდ ეს ჭირი, ღმერთო ნინოსო, განმინათლე ბნელი, რათა ვადიდო შენი წმიდა სახელი". ეს თქვა თუ არა, სიბრმავისგან მყისვე განთავისუფლდა, მეფემ ხელები აღაპყრო და თქვა: "ჭეშმარიტად შენ ხარ ღმერთი ღმერთთა და უფალი უფლებათა, შენ აღგიარებ და შენ თაყვანისგცემ".

სამეფო სასახლეში დაბრუნებული მირიანი წმიდა ნინოსთან მივიდა და ხმამაღლა აღიარა: "მრწამს ამიერიდან, მოციქულო ღვთისაო, რომ იგია ჭეშმარიტი ღმერთი, რომელსაც შენ ჰქადაგებ". შემდეგ სთხოვა, გამოესახა ეკლესია, რათა ღვთის სადიდებლად ტაძარი აეგოთ.
 მირიანმა ბრძანა, მის ბაღში მდგარი კვიპაროსი მოეჭრათ და ტაძრის სვეტად აღემართათ. ამ კვიპაროსთან წმიდა ნინომ მრავალი სასწაული მოახდინა და უფალმა მისი მოკვეთისას ინება დაფარული საიდუმლოს გაცხადება.

როდესაც წმიდა ნინო მცხეთაში მოვიდა, იმ წელიწადს ებრაელთა მღვდელთმთავრობა აბიათარს ხვდა წილად. მან ანტიოქიაში მცხოვრები ებრაელი მღვდლებისაგან შემდეგი წერილი მიიღო: "ღმერთმა სამად განხეთქა ისრაელის მეფობა. ჩვენი წინასწარმეტყველნი დაცხრნენ. ყველაფერი აღესრულა და მთელ დედამიწაზე განვიბნიეთ. ჩვენი ქვეყანა რომაელებმა დაიპყრეს. ვტიროდით, რადგანაც შემოქმედი ღმერთი განვარისხეთ. შენ ნახე მოსეს წიგნები, სადაც წერია იმ კაცის სიკვდილზე, რომელიც თავის თავს ძე ღვთისას უწოდებდა. ნუთუ უკვე შევცდით იესო ნაზარეველის მოკვლით? - რადგანაც ვხედავთ, რომ როდესაც ჩვენი მამები შესცოდავდნენ და ღმერთს ივიწყებდნენ, უფალი მათ მძიმე ტყვეობით ტანჯავდა, ხოლო როდესაც ღვთისკენ სინანულით მოიქცეოდნენ, ჭირს მსწრაფლ მოაშორებდა. ახლა, როდესაც მათ ხელი შეახეს მწირი დედაკაცის ძეს და მოკლეს იგი, უფალმა წყალობის ხელი აიღო ჩვენგან და დაარღვია ჩვენი სამეფო. თავის წმიდა ტაძარს მოგვაშორა და ჩვენი მოდგმა სრულიად უგულებელსყო. სამასზე მეტი წელი გავიდა მას შემდეგ და ღმერთი აღარ ისმენს ჩვენს ვედრებას, რაც გვაფიქრებინებს, რომ ის კაცი ზეცით იყო მოსული.

ამის შემდეგ აბიათარი წმიდა ნინოსგან გამოეძიებდა, ვინ იყო ქრისტე და რისთვის განკაცდა. წმიდანმა ყველაფერი მოუთხრო და განუმარტა ძველი და ახალი სჯულიდან. მან ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი, წმიდანს დაემოწაფა და ქრისტიანობის მხურვალე მქადაგებელი გახდა.
 წმიდა ნინო მცხეთაში მოსვლისთანავე ეძებდა მაცხოვრის კვართს. აბიათარმა მას წინაპართაგან გადმოცემული ამბავი მოუთხრო: როდესაც ებრაელები უფალ იესო ქრისტეს წინააღმდეგ აღიძრნენ, თვისტომთ ყოველი მხრიდან მოუწოდეს. მცხეთის მკვიდრ ებრაელებს იერუსალიმიდან მოწერეს: "იმ კაცისაგან, რომელსაც იესო ჰქვია, განქარდა მოსეს სჯული, დაირღვა ჩვენი ყოველი წესი და ლამის მთელი ქვეყანა მას შეუდგეს. მოდით და შეგვეწიეთ, კაცნო ბრძენნო და სჯულისმეცნიერნო და აღვასრულოთ მცნება ღვთისა და მოსესი". ებრაელებმა სამღვდელო ტომის შთამომავალი ელიოზ მღვდელი და ლონგინოზ კარსნელი გააგზავნეს იერუსალიმში.
 მოხუცებულმა დედამ წასვლის წინ ამცნო ელიოზს, რომ არ მიეღო მონაწილეობა მართალი კაცის სიკვდილში, რამეთუ იგი წინასწარმეტყველთაგან მოსწავებული მესიაა, ხოლო მისი ღვთისმოშიში და - ქალწული სიდონია შეევედრა ელიოზს, მისთვის იესოს ხელშენახები რაიმე ნივთი ჩამოეტანა.

როდესაც ებრაელებმა მაცხოვრის ჯვარცმა გადაწყვიტეს, ელიოზი და ლონგინოზი არ ეზიარნენ მათ განზრახვას. ისინი ჯვარცმის შორიახლოს იდგნენ. მცხეთაში დაბრუნებულმა ელიოზმა შეიტყო, რომ იმ დროს, როდესაც გოლგოთაზე მცხოვრის წმიდა ხელები ჯვარს მიამსჭვალეს, სულიწმიდით აღძრულმა ელიოზის დედამ ხმამაღლა დაიძახა: ამიერიდან მშვიდობით, მეუფებაო ურიათაო, რამეთუ განხორციელებული ღმერთი მოაკვდინეთო - და ამ სიტყვებით მიიცვალა. მაცხოვრის ჯვარზე ვნების შემდგომ უფლის კვართი მცხეთელებს ხვდათ წილად. იერუსალიმიდან წამოსულმა ელიოზმა თან წამოიღო უფლის კვართი. მცხეთაში მოსულს ქალწული სიდონია მიეგება. ძმას გამოართვა მაცხოვრის კვართი, გულში ჩაიკრა და მყის სული განუტევა. მცხეთელები შეშფოთდნენ ამ უცხო სასწაულის ხილვით. ელიოზმა შიშით და ძრწოლით კვართიანად დაკრძალა საყვარელი და, რადგანაც ვერ შეძლეს მის ხელთაგან უფლის სამოსლის გამოღება.
 სწორედ მაცხოვრის კვართზე იყო ამოსული ის მშვენიერი კვიპაროსი, რომლის მოჭრაც ბრძანა მირიანმა. მოკვეთილმა ხემ გამოუთქმელი სურნელება გამოსცა. მისგან სვეტი შეამზადეს და როდესაც აღმართვა დააპირეს, ვერაფრით ვერ დაძრეს ადგილიდან, რამეთუ საღმრთო ძალა აჩერებდა მათ. ამასობაში დაღამდა და ამ საოცრებით გაკვირვებული და შეწუხებული მეფე და ხალხი სახლებში წავიდა.
 იმ ღამეს წმიდა ნინო თავის თორმეტ მოწაფესთან ერთად სვეტის მახლობლად ლოცულობდა. შუაღამისას კაცთა მოდგმის მტერმა, რომლის მეუფებაც ირღვეოდა ქართლში, დასაბრკოლებლად მათ ამგვარი ჩვენება მოუვლინა: თითქოს ჩამოირღვა არმაზისა და ზადენის მთები, რომელთაც მტკვრისა და არაგვის დინება შეაჩერეს. დაგუბებულმა მტკვარმა ნაპირებიდან გადმოხეთქა და ქალაქი წალეკა. ატყდა გრგვინვა და საშინელი გოდებისა და ვაების ხმები გაისმა. შეშინებულმა დედებმა გაქცევა დააპირეს. წმიდა ნინომ შეაჩერა ბოროტის მზაკვრებით მოტყუებულნი და უთხრა: "ნუ გეშინიათ, დებო, მთები იქვე დგანან და წყალნიც იქვე დიან; მთების ჩამოქცევა ნიშანია იმისა, რომ ურწმუნოების მთები დაირღვევა ქართლში, წყლის შეჩერება - ეშმაკთა მიმართ შეწირულ ყრმათა სისხლის შეწყვეტისა, ვაების ხმები - ეშმაკთა გოდებაა, რომელნიც ჯვრის ძალით აქედან განდევნილნი თავის თავს იგლოვენ. დაბრუნდით და ილოცეთ". მეყვსეულად ჩაცხრა ხმები და ყველაფერი გაქრა. წმიდა ნინო ხელაღპყრობით ლოცულობდა და ღმერთს ევედრებოდა, არ დაბრკოლებულიყო საქმე სარწმუნოებისა, რასაც წადიერებით შეუდგა მეფე და ერი.

ცოტა ხნის შემდეგ გამძვინვარებულმა ბოროტმა სხვა შემაძრწუნებელი ჩვენება მოუვლინა მათ: თითქოს ძლიერმა ლაშქარმა დალეწა ქალაქის სამივე კარიბჭე და მცხეთა სპარსთა ლაშქრით აივსო. ატყდა საშინელი ხოცვა და სისხლი მდინარესავით მიდიოდა ქუჩებში. გაისმა საშინელი ძახილი: "ამას ბრძანებს სპარსთა მეფე ხუარა და მეფეთ-მეფე ხუარან-ხუარა: - ყოველი ურია განარიდეთ მახვილს". შეშინებულ დედებს შეიარაღებულნი მიუახლოვდნენ. ამ დროს ვიღაცამ ძლიერად დაიძახა: მირიან მეფე შეიპყრესო. წმიდა ნინომ ირგვლივ მიმოიხედა და თქვა: "ვინც ყვირის, ვიცი, ახლა ძალიან უჭირს და ვმადლობ უფალს, რომ ეს მათი წარწყმედის, ქართლის ხსნისა და ამ ადგილის დიდების ნიშანია". ნუგეშისცა დედებს და გაამხნევა. შემდეგ მიუბრუნდა მხედრებად გარდასახულ ეშმაკებს და უთხრა: "სად არიან სპარსთა მეფენი - ხუარა და ხუარან-ხუარა? - საბასტანით გუშინ წამოხვედით? - მალე მოსულხართ. დიდი ლაშქარი ხართ და ძლიერად დალეწეთ ქალაქი, მახვილი დაეცით ქართა და ნიავთ. წადით ჩრდილოეთის წყვდიადში, აჰა, მოვიდა, ვისაც თქვენ გაურბიხართ!" ჯვარი გადასახა იქაურობას, უცბად გაუჩინარდა ყველაფერი და სიმშვიდე ჩამოვარდა.

ცისკრის ჟამს ღამის ჩვენებებით გადაღლილ დედებს ჩაეძინათ. მხოლოდ წმიდა ნინო და სიდონია იყვნენ მღვიძარედ და ლოცულობდნენ. ამ დროს წმიდანთან ნათლითმოსილი ჭაბუკი მივიდა და სამი სიტყვა უთხრა. წმიდა ნინო მიწაზე დავარდა; ჭაბუკმა ხელი მოჰკიდა სვეტს და მაღლა წაიღო. მალე სვეტი ცეცხლივით დაეშვა, ჰაერში ორი კაცის სიმაღლეზე შეჩერდა და ბრწყინვალებასა და საოცარ სურნელს გამოსცემდა.

გამთენიისას სვეტის ვერშეძვრით დაღონებული მეფე ბაღში მიმოდიოდა. დაწყებულ ეკლესიას თვალი შეავლო და იხილა, რომ ნათელი ელვასავით აღიწეოდა ცამდე. მთელი ქალაქი შეიკრიბა ამ სასწაულის სანახავად. მირონმდინარე ნათლის სვეტი ნელ-ნელა ქვემოთ დაეშვა და ხელშეუხებლად თავისსავე ძირს დაემყარა. შიშითა და სიხარულით აღვსილი მეფე და ერი ნინოს ღმერთს ადიდებდა.
 სვეტიცხოვლის მიერ ურიცხვი სასწაული აღესრულებოდა. ხალხი თვალს ვერ უსწორებდა მის შემაძრწუნებელ ღვთაებრივ ნათელს. მისი ბრწყინვალება რომ დაეფარა, მეფემ საბურევლი შეუქმნა. სნეულნი საბურველს ეხებოდნენ და განიკურნებოდნენ. სვეტიცხოვლის ტაძარს "წმიდა წმიდათა" ერქვა და შიშით იქ შესვლას ვერავინ ბედავდა.

ეკლესიათა დასრულების შემდეგ, წმიდა ნინოს ბრძა-ნებით, მეფე მირიანმა საბერძნეთში მოციქულები გააგზავნა იმპერატორ კონსტანტინესთან და მოძღვარნი და ღვთისმსახურების მასწავლელნი ითხოვა. იმპერატორმა კონსტანტინემ ისინი სიყვარულითა და დიდი პატივით მიიღო და საქართველოში ნიკეის კრების მონაწილე, მართლმადიდებლობის მტკიცე დამცველი - ანტიოქიის პატრიარქი ევსტათი მიავლინა.
 ქართლი ჯეროვანი პატივით მიეგება პატრიარქს. მან წმიდა ნინოს ელენე დედოფლისგან გამოგზავნილი ძელი ცხოვრების ნაწილი, მაცხოვრისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატები და ქებითა და შესხმით შემკული წერილი გადასცა. მირიანის ბრძანებით სამეფოს მკვიდრნი მცხეთას შემოიკრიბნენ. მოამზადეს სანათლო, სადაც წმიდა ნინომ ჯვარი აღმართა და პატრიარქის ხელით მეფე-დედოფალი, დიდებულნი და უამრავი წარმართი მოინათლა. ამ ადგილს "მთავართა სანათლო" ეწოდა. პატრიარქმა ეკლესიები აკურთხა და საკურთხეველნი დაამყარა. მთავარეპისკოპოსად იოანეს დაასხა ხელი; აკურთხა მღვდელ-დიაკონნი და მეფე და ერი საღმრთო სწავლებით განამშვენა. მან მონათლა, აგრეთვე, ურიათა მღვდელთმოძღვარი აბიათარი, მისი ნათესავნი, ელიოზის სახლ-ტომი და სხვა ორმოცდაათი მოქცეული ებრაელი. ებრაელები აღსდგნენ აბიათარის წინააღმდეგ, დაარღვიეს სინაგოგა და გაიფანტნენ. მონათლულ ებრაელებს მეფემ დაბა ციხედიდი უბოძა. წმიდა პატრიარქმა ევსტათიმ ქვეყანა მართალ სარწმუნოებაზე დაამტკიცა, განუწესა ეპისკოპოსნი, მღვდელნი და დიაკონნი, საეკლესიო და საღვთისმსახურო წესები ასწავლა, რის შემდგომ დიდი პატივით გააცილეს თავის ქვეყანაში.

ამავე დროს ფრანგმა დიაკონმა წმიდა ნინოს რომის პაპისგან წერილი ჩამოუტანა. პატრიარქი ლოცავდა მეფესა და ერს, წმიდა ნინოს ქებას ასხამდა და მისგან ლოცვას ითხოვდა. დიაკონს თან ჰქონდა წერილი ფრანგი მთავრისა, რომელიც წმიდანის მამას - ზაბულონს მოენათლა. ქართლში ქრისტიანობის ნათლის მიფენა და წმიდა ნინოს სასწაულები მათ ყურამდეც იყო მიწევნილი. დიაკონმა, მთავრის ბრძანებით, თვალით ხილული და მოსმენილი ყველაფერი ჩაიწერა და თავის ქვეყანაში წაიღო. წმიდა ნინო არაგვის გადაღმა, მცხეთის პირისპირ მდგომარე მთაზე ავიდა და ღამეებს ლოცვაში ათევდა. მისი ლოცვით კლდის ძირას სასწაულებრივი წყარო აღმოცენდა, რომელსაც კურნების ძალა ჰქონდა. ამ კლდის სიახლოვეს უხსოვარი დროიდან ზამთარ-ზაფხულ ფოთოლმსხმოიარე სურნელოვანი ხე იდგა, რომელსაც კაცის ხელი არ შეხებოდა. ეს ხე საკვირველი იყო იმითაც, რომ სასიკვდილოდ დაჭრილი ნადირი მის ფოთოლს ან თესლს თუ შეჭამდა, გადარჩებოდა. როდესაც ეპისკოპოსს ამ ხის ამბავი აუწყეს, მან თქვა: ღმერთმა დასაბამიდანვე თავის სამსახურად განამზადა ეს ქვეყანა. და ეს ხეც ამ ჟამისა-თვის აღმოაცენა. რადგანაც ახლა მოეფინა ღვთის მადლი ქართლს, ჯვარცმული უფლის სადიდებლად ჯვრები მისგან შევქმნათო.
 ხარებობას - 25 მარტს ეპისკოპოსისა და მეფისწულის თანხლებით რტოებიანად ჩამოიტანეს მოკვეთილი ხე, რომელიც ტაძრის სამხრეთ ნაწილში - სვეტიცხოველთან დაასვენეს. მის ფოთლებს 37 დღის განმავლობაში ფერიც კი არ შეუცვლია. ამ ხისგან სამი ჯვარი გამოკვეთეს და 7 მაისს მეფეთა ხელისდადებით ეკლესიაში აღმართეს.

რამდენიმე ღამის განმავლობაში მცხეთელებმა საკვირველი სასწაული იხილეს: ზეციდან ჩამოსული ვარსკვლავების გვირგვინით შემკული ცეცხლოვანი ჯვარი განთიადამდე ეკლესიის თავზე ჩერდებოდა; შემდეგ მისგან გამოყოფილ ორ ვარსკვლავთაგან ერთი აღმოსავლეთით მიდიოდა, მეორე - დასავლეთით. თვითონ ჯვარი კი ნელ-ნელა არაგვის გაღმა გადიოდა და წმიდა ნინოს წყაროსთან მცირე ხნით შეჩერებული ზეცად მაღლდებოდა.

მეფემ წმიდა ნინოსგან შეიტყო, რომ ამ სასწაულით უფალი ჯვრების აღსამართავ ადგილებს მიანიშნებდა. წმიდანის რჩევით მან ამ ადგილების გამოსაძიებლად ხალხი გააგზავნა და შეიტყო, რომ ერთი ვარსკვლავი თხოთის მთაზე ჩერდებოდა, სადაც მირიანმა ქრისტე ირწმუნა, მეორე კახეთში - დაბა "ბოდისში", რითაც უფალი წინასწარ განადიდებდა თავისი სათნომყოფელის განსასვენებელ ადგილს.
 წმიდა ნინომ უწყოდა, რომ ბოდბეში დასრულდებოდა მისი ამქვეყნიური ცხოვრება და ამიტომ უბრძანა: "წაიღეთ ერთი ჯვარი და თხოთს აღმართეთ, სადაც უფალმა თავისი ძა-ლა გამოგიცხადათ, ხოლო მეორე - მეფეთა ქალაქ უჯარმაში, რადგანაც ბოდბე წინ არ აღუდგება ხალხმრავალ მეფეთა ქალაქს, ხოლო ბოდბეს, ღვთის სათნო ადგილს, თვითონ ვიხილავ".

მესამე ჯვარი წმიდა ნინომ, ეპისკოპოსმა, სამეფო კარმა და ურიცხვმა ხალხმა დიდი პატივით წააბრძანეს და წმიდა ნინოს წყაროსთან მთელი ღამე ლოცვაში გაათენეს. მეორე დღეს წმიდა ნინომ ხელი დაადო ერთ ქვას და ეპისკოპოსს უთხრა, რომ ჯვარი გადაესახა მისთვის. იმ ადგილას, ბორცვზე დიდებით აღმართეს ჯვარი და მის წინაშე მუხლი მოიდრიკეს. მრავალი სასწაული აღესრულებოდა ამ ჯვართან: სნეულნი განიკურნებოდნენ, უშვილოთ - შვილი ენიჭებოდათ. ამ სასწაულებით მრავალი წარმართი მოიქცა. ერი ყოველწლიურად აღასრულებდა მასთან მსახურებას. ერთხელ მირიანმა წმიდა ნინოს უთხრა: "მნებავს ჩემი სიძე პეროზი და მთიულნი მახვილით მოვაქციო"... მან მიუგო: "უფლისგან ნაბრძანები არაა მახვილის აღება; სახარებითა და პატიოსანი ჯვრით ვუჩვენოთ მათ ჭეშმარიტი გზა".
 წმიდა ნინომ მთიულეთში, ერწო-თიანეთსა და კახეთში იქადაგა ქრისტეს სარწმუნოება. ხალხმა შემუსრა კერპები და მოინათლა.
 და, ბოლოს, უფალი მიუძღვა მისთვის განმზადებულ ადგილზე - კუხეთის დაბა "ბოდისში", სადაც დაასრულა მოციქულებრივი მოღვაწეობა. აქ მისი ქადაგებით მოინათლა დედოფალი სუჯი, მისი მთავრები, მხედრები და მონა-მხევალნი.

სრულყო რა ქადაგება ჭეშმარიტებისა, ღვაწლით დამაშვრალ დედა ნინოს სულიწმიდისგან ეუწყა, რომ ამა სოფელს დატოვებდა. მან მირიანთან წერილი გაატანა დედოფალ სუჯის, რომელშიც ლოცავს მეფესა და ერს და ატყობინებს, რომ ქრისტეს სახარება ყველამ შეიწყნარა, შემუსრეს კერპები და წმიდა სამების სახელით მოინათლნენ. მეფეს მოუწოდა, რომ მტკიცედ დაეცვა სარწმუნოება და წმიდა ნათლისღების ბეჭედი. შემდეგ ითხოვს, რომ მასთან იოანე ეპისკოპოსი გააგზავნოს - რათა წარმგზავნოს და საუკუნო საგზალი მომცესო.
 სუჯი მხლებლებით წავიდა მცხეთაში და მთელი გზა ფეხშიშველმა გაიარა. როდესაც სვეტიცხოვლის პირისპირ მიიწივნენ, ვერვინ გაბედა უზომოდ ადიდებულ არაგვში შესვლა. დედოფალმა ილოცა, პირჯვარი გამოისახა და სახედრით შევიდა მდინარეში. მდინარე შუაზე გაიპო და დედოფალი უვნებლად გავიდა ნაპირზე.

მირიანმა ცრემლებით დაალტო წმიდა ნინოს წერილი. მეფე-დედოფალი უამრავი ხალხით წავიდა ბოდბეში. იქ ჩასულთ მოიკითხეს წმიდანი და მისგან კურთხევა აიღეს. ეპისკოპოსმა იოანემ წირვა აღასრულა და წმიდა ნინო ქრისტეს განმაცხოველებელ სისხლსა და ხორცს აზიარა, რომელიც წაიღო საუკუნო საგზლად და უფალს შეჰვედრა სული. "ტალანტთა სიმრავლით წარმოუდგა წმიდა სამებას და პატიოსან ძღვნად სულიწმიდით შობილი ერი მიართვა".

მთელი ერი შეიკრიბა მისი წმიდა სხეულის თაყვანისსაცემად. მირიანმა ძლივს დააცხრო ხალხი, რომელიც ერთმანეთს თელავდა, მის ღვაწლითშემოსილ გვამს რომ შეხებოდა. მეფემ მთავარეპისკოპოსსა და მთავრებთან ერთად წმიდა ნინოს სვეტიცხოველში დაკრძალვა გადაწყვიტა, მაგრამ ორასმა კაცმა ადგილიდანაც ვერ დაძრა მისი სარეცელი. მირიანმა გულისხმაჰყო, რომ სწორედ ეს იყო მის განსასვენებლად ღვთისგან მოსწავებული ადგილი და დიდი პატივითა და დიდებით იქვე დაკრძალა. ოცდაათი დღე წმიდა ნინოს საფლავთან დარჩნენ და ერის დაობლებას იგლოვდა მეფე და ერი.

წმიდანის საფლავზე მეფემ მშვენიერი ტაძარი ააგო და საეპისკოპოსოდ განაჩინა. სიკვდილის სარეცელზე მყოფმა მირიანმა დედოფალს ანდერძი დაუტოვა: "შენ, ნანა, თუ დაგცალდება, ჩემი სიკვდილის შემდეგ სამეფო განძი ორად გაყავი და ერთი ნაწილი წმიდა ნინოს საფლავს შეწირე, რათა ჟამთა სიგრძემ და ცვალებამ არ შეარყიოს ეს ადგილი და უკუნისამდე შეუძვრელად იყოს... ასევე ვევედრები მთავარეპისკოპოსს, განადიდოს ეს ადგილი, რადგანაც პატივის ღირსია". წმიდა ნინოს საფლავთან ურიცხვი სასწაულები აღესრულებოდა და დღესაც სულიერად დაკნინებულსა და დაუძლურებულ ერს მანვე უნდა აღმოუცენოს ცხოველი წყარო კურნებისა და შემუსროს ურწმუნოების კერპები.

წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1(19) ივნისს აღინიშნება მისი საქართველოში შემოსვლა, ხოლო 27(14) იანვარს - გარდაცვალება.

საქართველოს მეფეები


ქართლის და იბერიის მეფეები

 სამარა ("მცხეთის მამასახლისი") 322 ძვ.წ..
 აზონი (ერისთავი) 322-302 ძვ.წ..
 ფარნავაზი 302-237 ძვ.წ.
 საურმაგი (ძე ფარნავაზისა) 237-162 ძვ.წ.
 მირვან I 162-112 ძვ.წ.
 ფარნაჯომი (ძე მირვანისა) 112-93 ძვ.წ.
 არშაკი I (არსოკ, არშაკუნიანთა დინასტიის დასაწყისი) 93-81 ძვ.წ.
 არტაგი (ძე არშაკისა) 81-66 ძვ.წ.
 ბარტომი (ძე არტაგისა) 66-33 ძვ.წ.
 მირვანი (ძე ფარნაჯომისა) 32-23 ძვ.წ.
 არშაკ II (არსოკ, ძე მირვანისა) 23-2 ძვ.წ.
 ადრეკი 2-1 ძვ.წ.
 ბარტომი II & ქართამი (ორ-მეფეობის დასაწყისი) 55-72 ახ.წ
 ქაოს & ფარსმან I 72-87 ახ.წ
 არმაზელი & აზორკი 87-103 ახ.წ
 დეროკი & ამაზსაპი I 103-113 ახ.წ
 მირდატ I & ფარსმანი II 113-129
 ადამი (ძე ფარსმანისა) 129-132
 ფარსმან III (ძე ადამისა) 131-182
 ამაზსაპი II 182-186
 რევი (სასანიანთა დინასტიის დასაწყისი) 186-213
 ვაჩე (ძე რევისა) 213-231
 ბაკურ I (ძე ვაჩესი) 231-246
 მირდატ II (ძე ბაკურისა) 246-262
 ასფაგური (ძე მირდატისა) 262-265
 მირიანი (ხოსროიანთა დინასტიის დასაწყისი) 265-342
 ბაქარ I (ძე მირიანისა) 342-364
 მირდატ III (ძე ბაქარისა) 364-379
 ვარაზ-ბაქარ II (ძე მირდატისა) 378-393
 მითრიდატე (მირიანის შვილიშვილი) 393-405
 ფარსმან IV (ძე ვარაზ-ბაქარისა) 405-408
 მირდატ IV (ძე ვარაზ-ბაქარისა) 408-410
 არჩილ I (ძე მირდატისა) 410-434
 მირდატ V (ძე არჩილისა) 434-446
 ვახტანგ I (გორგასალი) 446-502
 დაჩი (ძე ვახტანგისა) 502-514
 ბაკურ II (ძე დაჩისა) 514-528
 ფარსმან V (ძე ბაკურისა) 528-542
 ფარსმან VI 542-557
 ბაკურ III (ძე ფარსმანისა) 557-560
 გვარამ I (კუროპალატი, პირველი ბაგრატიონების დინასტიიდან) 575-600
 სტეფანოზ I (ძე გვარამისა) 600-619
 ადარნასე (ერისთავი, ძე ბაკურისა) 619-639
 სტეფანოზ II (ერისთავი, ძე ადარნასესი) 639-663
 მირ (ერისთავი, ძე სტეფანოზისა) 663-668
 არჩილ II (ერისთავი, ძე სტეფანოზისა) 668-718
 იოანე (ძე არჩილისა) 718-786


ქართლის და ტაო-კლარჯეთის მეფეები
 (ბაგრატიონთა დინასტია)

 აშოტ I (კუროპალატი, ძე ადარნასესი) 786-836
 ბაგრატ II (კუროპალატი, ძე აშოტისა) 836-876
 დავით I (კუროპალატი, ძე ბაგრატისა) 876-881
 გურგენ I (კუროპალატი, ძე ადარნასესი) 881-891
 ადარნასე II (მეფე, ძე დავითისა) 888-923
 დავით II (მეფე, ძე ადარნასესი) 923-937
 აშოტ II (კუროპალატი, ძე ადარნასესი) 937-954
 სამბატ I (კუროპალატი, ძე ადარნასესი) 954-958
 ადარნასე III (კუროპალატი, ძე ბაგრატისა) 958-961
 ბაგრატ II (მეფე, ძე სუმბატისა) 961-994
 დავით III (მეფე და კუროპალატი, ძე ადარნასესი) + 1001
 გურგენ II (მეფე, ძე ბაგრატისა) + 1008


საქართველოს მეფეები

 ბაგრატ III (ძე გურგენისა) 975-1014
 გიორგი I (ძე ბაგრატისა) 1014-1027
 ბაგრატ IV (ძე გიორგისა) 1027-1072
 გიორგი II (ძე ბაგრატისა) 1072-1089
 დავით IV (ძე გიორგისა, "აღმაშენებელი") 1089-1125
 დემეტრე I (ძე დავითისა) 1125-1156
 დავით V (ძე დემეტრესი) + 1155
 გიორგი III (ძე დემეტრესი) 1156-1184
 თამარ დედოფალი (თამარ მეფე, გიორგის ქალიშვილი) 1184-1215
 გიორგი IV (ლაშა, ძე თამარისა და დავითისა) 1215-1222
 რუსუდან დედოფალი (თამარისა და დავითის ქალიშვილი) 1222-1245
 დავით VI ნარინი (ძე რუსუდანისა, 1259 წელს გახდა იმერეთის მეფე) 1245-1293
 დავით VII ული (ძე ლაშა-გიორგისაi) 1257-1270
 დიმიტრი II ("თავდადებული", ძე დავით-ულუსი) 1271-1289
 ვახტანგ II (ძე დავით ნარინისა) 1289-1292
 დავით VIII (ძე დიმიტრისა) 1293-1311
 ვახტანგ III (ძე დიმიტრისა) 1302-1308
 გიორგი VI (ძე დავითისა) 1311-1313
 გიორგი V ("ბრწყინვალე" ძე დიმიტრისა) 1314-1346
 დავით IX (ძე გიორგი V-ისა) 1346-1360
 ბაგრატ V (ძე დავითისა) 1360-1393
 გიორგი VII (ძე ბაგრატისა) 1393-1407
 კონსტანტინე I (ძე ბაგრატისა) 1407-1411
 ალექსანდრე I (ძე კონსტანტინესი) 1412-1443
 ვახტანგ IV (ძე ალექსანდრესი) 1443-1446
 გიორგი VIII (ძე ალექსანდრესი, 1476 წლიდან გახდა კახეთის მეფე) 1446-1466


ქართლის მეფეები

 ბაგრატ VI (II, ძე გიორგისა, ასევე იმერეთის მეფე) 1466-1478
 კონსტანტინე II (ძე დიმიტრისა) 1479-1505
 დავით X (ძე კონსტანტინესი) 1505-1525
 გიორგი IX (ძე კონსტანტინესი) 1525-1534
 ლუარსაბ I (ძე დავითისა) 1534-1558
 სიმონ I (ძე ლუარსაბისა) 1558-1600
 დავით XI (დაუთხანი, ძე ლუარსაბისა, მიიღო მუსლიმანობა) 1564-1579
 გიორგი X (ძე სიმონისა) 1601-1606
 ლუარსაბ II (ძე გიორგისა, შაჰაბას I-ის მიერ იქნა წამებული 1622 წელს) 1606-1615
 ბაგრატ VII (ძე დაუთხანისა, მუსულმანი) 1615-1619
 სიმონ II (ძე ბაგრატისა, მუსულმანი) 1619-1631
 როსტომი (ძე დაუთხანისა, მუსულმანი) 1632-1658
 ვახტანგ V (მუხრან-ბატონი, შაჰნავაზი, ძე თეიმურაზისა) 1658-1675
 გიორგი XI (ძე ვახტანგისა) 1676-1688 /1703-1709
 ერეკლე I (ნაზარალიხანი, ძე დავითისა, მიიღო მუსლიმანობა) 1688-1703
 ვახტანგ VI (ძე ლევანისა) 1703-1724
 ქაიხოსრო (ძე ლევანისა, მუსულმანი) 1701-1711
 იესე (ალი-ყული-ხანი) 1714-1716 /17241727
 ბაგრატ (ძე ვახტანგისა) 1717-1719
 არჩილი (აბდულაბეგი, ძე იესესი) 1736
 ალექსანდრე (ალი მირზა, დავით, ძე იმამუკელისა) 1736
 *** საქართველო თურქეთის ქვეშ, მეფეების გარეშე ***
 1727-1744
 თეიმურაზ II (ძე ერეკლესი, 1709-1715 წლებში განაგებს კახეთს და 1733-1744 წლებში ხდება კახეთის მეფე) 1744-1761
 ერეკლე II (ძე თეიმურაზისა, კახეთის მეფე 1744-1762 წლებში) 1762-1798
 გიორგი XII (ძე ერეკლესი, ქართლ-კახეთის მეფე) 1898-1800
 დავით XII (ძე გიორგისა) 1800-1801

საქართველო (რუქა, გერბი...)  ინტერნეტ ენციკლოპედია -wikipedia
საქართველოს კონსტიტუცია
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
საქართველოს ჰიმნი   (ჩამოტვირთე)
საქართველოს შესახებ  (მოკლედ)  - ქართულ ენაზე
საქართველოს შესახებ  (მოკლედ)  - ინგლისურ ენაზე
საქართველოს მთავრობა  ყველაფერი საქართველოს მთავრობის და საქართველოს შესახებ -სამთავრობო საიტი
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო – იუსტიციის სამინისტრო
სამეწარმეო რეესტრი
სამოქალაქო რეესტრი
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
საქართველოს სტატისტიკა  -  ყველა სფეროში


 (22) · sapatrulo policia.ge (1) · transformerebi 3 (1) · qartuli porno (2) · ocnebis (1) · დამალული % (1) · qurdebis (1) · viagra qartvelebi (1) · online (1) · janna (1) · nagazi da pitbulis chxubi (1) · myvideo ge (1) · jeostari (1) · ენრიკე და% (1) · kavaeni (1) · erotika (2) · gartoba (2) · death (1) · tynauri.com (1) · eter kakulia ia ia (1) · mxiaruli (1) · zura salukvadze (1) · myvideo.ge (30) · maivideo (1) · yvaryvare (1) · წერილები (1) · mai (4) · qartuli seqsi (1) · რაც ყველა% (1) · გაჟიმვა (1) · gogos orgazmi (1) · jorj (1) · ლექსი მი %A (1) · profili (1) · lezbiankebis sex video (1) · ArmA 2 (1) · kaveeni (1) · maimunebis planeta (1) · ბებიები (1) · my .video.gi  (1) · pes 2011 fintebi (1) · myvideo (4) · ენრიკეს % (1) · gta amx (1) · komedi (2) · ტონი ჯა (1) · lesbo (1) · ვერონა (1) · 2 (4) · თამუნა სი% (2) · ფრედი მერ% (1) · shippuuden 223 (1) · Forrest Griffin vs. Stephan Bonnar (1) · sex chat (1) · kurieri&am (1) · ayvavebula (2) · www. (2) · xxx miveo (1) · თამთა (1) · qartveli lamazmanebi (1) · erovnuli (1) · OCNEBIS (1) · www.tyviavi.ge (1) · shvaqalaqi (1) · Sveicaria (1) · mineti (1) · mtv.georgia (1) · cxeli (1) · tbili-si,me (1) · seqsi (7) · ინცესტი (1) · my (15) · HTTP;//MAYVIDEO.GE/VIDEO (1) · gta (1) · აგვისტოს 5 (1) · odnoklassniki (1) · xerxi 7 (1) · ქართული (2) · seqs (1) · 0 (4) · FINAL (1) · facebookis (1) · მიდი (1) · waval (1) · sexi (1) · my video ge (2) · 149 სკოლა (1) · მასონები (1) · ყვავილთა% (1) · rachuli lale (1) · rusuli (2) · Mutlebi (1) · bozebi (1) · telefonze (1) · georgian (1) · girils porno georgia tbilisi (1) · GGmain (1) · opel astra 4X4 (1) · nakolkebi (1) · mzis saxli live (1) · lamazi.traki.ge (1) · my video (1) · kacia (1) · 1h (1) · porno (3) · rustavi2vano (1) · sexsi (2) · orsuloba (1) · enrike (4) · prikolebi (3) · www (1) · maivideo.ge (3) · chama (2) · galelebi (1) · induri (1) · skypes gatexva (1) · ფუჩური (1) · myvideo&am (1) · x -factor nini shermadini (1) · deda shvilis (1) · my video.ge (7) · drifti (1) · sexxx (1) · 2008wlis (1) · mshobiaroba (1) · jeostari2011 (1) · muvideo.ge (1) · batumi (1) · enrike hero (1) · naruto3 (1) · ანდრიანო%C (1) · myv ideo.ge (1) · 20:15 იმ  (1) · მასტურბ % (1) · http://myvideo.ge/ (2) · kanonieri (2) · qartuli (4) · qartuli filmebi (2) · seqsi.ge (1) · Бригада 2 (1) · ruzvelti (1) · ukraineli (1) · download game for sony psp (1) · 152 skola (1) · SIKVDILI (1) · teatraluri (1) · lamazi gogo masturbirebs (1) · www.myvideo.ge (1) · iurmala (1) · qalze (1) · ofroud.ge (2) · gogola (1) · avejis saxli babiloni (1) · sua (1) · enrikue (1) · karatisti bichuna (2) · ruska mayashvili (1) · ლექსი (1) · ჭამა და  %A (2) · parulikamera (1) · streptocid (1) · http://www.myvideo.ge/ (1) · data tutashxia3seria (1) · ენრიკე ი %8 (1) · myvideo.ge&am (4) · avtomanqanebi (1) · osnebis (1) · qqlishvilobis (1) · პატარა ბ %9 (1) · myvideo ge (1) · poezia (1) · მევლუდა (1) · rkinis (1) · masha (1) · anegdotebi 2011 (1) · cristiano ronaldo Birthday (1) · bindis (1) · секс (1) · თამუნა ს % (1) · канониери (1) · foto,gerl (1) · magari (1) · pilmi (1) · fashion fuck  (1) · meiyvane coli (1) · მოცეკვავ % (1) · ენრიკე ბ % (1) · jokeris gadmowera (1) · 1 (3) · sikvaruli venaxshi (1) · www,nadiroba.tk. (1) · ქალიშვი%E (1) · modern warfara 3 შინაა%E (1) · tbilisis (1) · get3g.org (1) · ori megobari (1) · სექს ვიდე  (1) · sakartvelo omi (1) · mageni (1) · kokkai (1) · offise (1) · borotebis savane 5 (1) · chama da seqsi (2) · xelburti (1) · სასაცილო (1) · Анна Семенов %B (1) · iphone 3gs (1) · www.shou.ge (1) · myvideo,ge (1) · adjara (1) · reni metalurg (1) · რა ღირს driving s (1) · erotik video (1) · enrique (1) · იუმორინა (1) · shua (1) · veluri buneba (1) · პონრო  (1) · kobuleti (1) · psp (1) · ლესბოსელ%E (1) · mama ioane (1) · თამთა ლიპ% (1) · bozebis video (1) · პრაიმტაიმი (1) · muteli.ge (1) · qartveli (2) · saeklisio (1) · tynauri (1) · apokalipsi.ge (1) · msobiaroba (1) · mama gabrielis saswaulebi (1) · gvino kaxuro (1) · georgian l2 servers (1) · :ge Quchis Dge (1) · spaidermeni (1) · KABEBI&am (1) · mtv (1) · qartveli qrdebi (1) · www.gartoba.ge (1) · kompiutertan (1) · ჭამა და სექსი (1) · patara (1) · topnav (1) · კამა სუტრ (1) · cidan (1) · zogic ase uberavs (1) · cm.nikolozi (1) · seu (1) · dasveneba (1) · მარი (1) · qemeri (1) · mai.video ge (1) · patruli (1) · berrznuliklipi (1) · gazeti (1) · sex porno (1) · speqtri ge (1) · qalishvilebi (1) · ivana fukalot (1) · bmv (1) · muyvideo.ge (1) · Ala (1) · masaji (1) · ფლეში (1) · aivani (1) · ორენა (1) · mindixar (1) · gogona (1) · IMEDI TV LIVE (1) · mutlebi (1) · 0h (3) · პორნო (1) · ცისფერი კ% (1) · თბილისის % (1) · orbakaite (1) · kamasutra (1) · jok.ge (1) · georgia (1) · 190 (1) · tevzaoba (1) · modelebi (1) · video (1) · kino film Crash (1) · mayvideo (1) · თამთა ლი  (1) · alisia (1) · ხმის (1) · სენაკის ბ (1) · უშვება (1) · twilight ქართულ  (1) · enriq eglesias (1) · cxovelta (1) · ears.ge (1) · www.georgia.ge (1) · ვიდეოები (1) · iegova (1) · ენრიკე იგ% (1) · www.my (1) · sms.ge bali (1) · myvideoge (1) · ღორის (1) · sazogadoebrivi (1) · intubacia (1) · gaatava (1) · enrique iglesias mtv live geogia hero (1) · The Twilight Saga Eclipse (1) · monika (1) · mtv batumi 2011 (1) · kargi iyav ar gamecan tavidan (1) · ფლეშკაზე % (1) · Gym (1) · nanka kalatozishvilis tynauri (1) · 5 (1) · DEDOFLISWYARO (1) · shors cis kamaras (1) · kartveli (1) · buneba (1) · გიგი (1) · alina (1) · форест грифф (1) · anri (1) · simgera ramdeni dro gasula (1) · mai.video.ge (1) · enrike da tamuna (1) · არჩილ გე  (1) · გარიგება2 (1) · prikolebi.ru (1) · my.video.ge (1) · youtube.com (1) · tavdacva.ge (1) · zestafonis (1) · ციცინო (1) · results-bottom (1) · www.my video.ge (1) · dasveneba bazaletze (1) · გოლი ქარ  (1) · ვაჟა (1) · დესკტოპ  (1) · ჭამა და ს %8 (1) · misgali (1) · muteli (1) · mutlebi ge (1) · SEXSI (1) · ხვიჩა და გოჩ % (1) · geirl.ge (1) · may (1) · ქართვე % (1) · მაიმუნების (1) · vaja (1) · MYVideo.ge (1) · qorwilis (1) · marmaris arena bar (1) · ტორპედო %A (1) · gijuri seqsi (1) · seqsi video (1) · POLITIKURI PARTIEBI.GE (1) · profili2010 (1) · зоо (1) · induri kinoebi (1) · garyvnilebi (1) · kombinacia (1) · bmw (1) · x (1) · sperma (1) · 04.08.2011 kurieri (1) · ქალიშვილობის (1) · დათა თუთ %9 (1) · wyaroze ! murman lebanidzis leqsze. (1) · ეროტიკა (1) · manchester united (1) · საზანზე (1) · გირო (1) · stumrad.iumorinastan (1) · rbolebi (1) · qartuli mineti (1) · squri (1) · ენრიკე (1) · შავ (1) · MTV (1) · skype myker (1) · მოპედი (1) ·
loading...