Breaking

loading...

ვარკეთილის ბაზრობის ტერიტორია ხანძრის შემდეგ. Video

ვარკეთილის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ძლიერი ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა.
დღეიდან, ზარალის დათვლა დაიწყება. შერეული ბაზრობის მოვაჭრეთა ნაწილი აცხადებს, რომ პროდუქცია დაზღვეული არ ჰქონდათ. თბილისის მერის მოადგილემ უკვე განაცხადა, რომ ყველა დაზარალებულს სახელმწიფო გვერდში დაუდგება.
ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე, ხანძარი გუშინ ღამით გაჩნდა. მიზეზი ამ დრომდე უცნობია. დაიწვა ბაზრობის 1000 კვადრატული მეტრი ფართობი. ცეცხლის ჩასაქრობად 130-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა მუშაობდა.
ცეცხლი მოედო სასაწყობე ჯიხურებსაც. პირველადი ინფორმაციით, დაიწვა ტანსაცმელი და სხვადასხვა სახის სარეალიზაციოდ გამზადებული ნივთები. იყო ცეცხლის გავრცელების საშიშროება ავტოგასამართ სადგურზეც, თუმცა მეხანძრეების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ეს საფრთხე სრულად აღიკვეთა.
ხანძრის კერის სიახლოვეს მდებარე კორპუსს უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დენის მიწოდება შეუწყდა, განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია. კორპუსში ძლიერი კვამლიც შეინიშნებოდა.
ადგილზე იმყოფებოდნენ და პროცესს პირადად ხელმძღვანელობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი. უსაფრთხოების მიზნით, სამართალდამცველებმა პერიმეტრი გადაკეტეს. მიმდინარეობს გამოძიება.


loading...

ssss