Breaking

loading...

ლიანა ჯოჯუა UFC-ში მეორე ბრძოლას 15 ივლისს გამართავს

აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში ლიანა ჯოჯუას შემდეგი მეტოქის ვინაობა ცნობილია. 15 ივლისს, აბუ-დაბიში არსებულ „მებრძოლთა კუნძულზე“ რუსეთში მოასპარეზე ქართველი სპორტსმენი რუმინელ დიანა ბელბიტას შეხვდება.
ბრძოლა უმსუბუქეს წონაში გაიმართება და ჯოჯუა მეორე ქართველია, ვინც მებრძოლთა კუნძულზე იჩხუბებს. ჯოჯუას მოწინააღმდეგე 23 წლისაა, რომელსაც კარიერაში 18 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 13 მოგებაა. ჯოჯუას მსგავსად, ბელბიტა UFC-ში მეორე შეხვედრას ატარებს და პირველში მოლი მაკკეინთან დამარცხდა.
loading...

ssss