Breaking

loading...

პარიზში ანტირასისტული დემონსტრაციები არ წყდება



საფრანგეთის დედაქალაქში, პარიზში ანტირასისტულ დემონსტრაციას რამდენიმე ათასი ადამიანი შეუერთდა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ადგილობრივი პოლიციის მხრიდან ხშირია ემიგრანტი ადამიანების მიმართ სასტიკად მოპყრობისა და ჩაგვრის ფაქტები.

„ვიმედოვნებ, დღეს იმის გამო არ მომკლავენ, რომ შავკანიანი ვარ“, „თუ თესავ უსამართლობას, იმკი აჯანყებას“ - წერია დემონსტრანტთა ბანერებზე.

აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.

loading...

ssss