Breaking

loading...

„ვია თრეველის“ გენერალური მენეჯერი ნინო ნამგალაძე: ქართველი მომხმარებელი ძალიან განებივრებულია უცხოეთში დასვენების სერვისით და მომსახურების ძალიან მაღალი სტანდარტი ჩამოუყალიბდა

 

მომავალი კვირიდან ქვეყანა შიდა ტურიზმის გახსნისთვის ემზადება. ქართული სასტუმროებისთვის წლევანდელი სეზონი, ცნობილი მიზეზების გამო, ძალიან დიდ გამოწვევად რჩება. შიდა ტურიზმის სეზონის გახსნის წინ, მათი მთავარი საზრუნავი სერვისების გაუმჯობესება და ადგილობრივ ბაზარზე მორგებული ტარიფების დაკორექტირებაა.

ტურისტული კომპანია „ვია თრეველის“ გენერალური მენეჯერი ნინო ნამგალაძე გადაცემაში „ბიზნესი იმედზე“ აღნიშნავს, რომ მომხმარებლების აქტიურობა დამაიმედებელია. ეს იმის საფუძველია, რომ წელს საქართველოს მოქალაქეები შიდა ტურიზმით აქტიურად დაკავდებიან და თანხას ჩვენივე ქვეყანაში დახარჯავენ. უბრალოდ იგივე მოლოდინი, რაც მათ საზღგავრგარეთ დასვენებისას ქონდათ არუნდა ქონდეთ. მისი თქმით, ქართველი მომხმარებელი ძალიან განებივრებულია უცხოეთში დასვენების სერვისით და მომსახურების ძალიან მაღალი სტანდარტი ჩამოუყალიბდა.

„სტანდარტების დასაკმაყოფილებლად ჩვენს სასტუმროებს დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ. სასტუმროები უნდა ელოდნენ, რომ წელს მათთან გაცილებით პრეტენზიული მომხმარებელი მოვა, ვიდრე ის უცხოელი, ვისაც ადრე ღებულობდნენ. ეს ეხება რესტორნებსაც. ქართველი კლიენტი არ გაპატიებს ცუდ სამზარეულოს, რადგან იცის, რა არის კარგი ქართული სამზარეულო“, - აცხადებს ნინო ნამგალაძე.

პოსტპანდემიურ პერიოდში ტურიზმში ახალი ტრენდები გაჩნდა. განსაკუთრებული მოთხოვნა სამკურნალო, გამაჯანსაღებელ, ბალნეო, სათავგადასავლო და ეკო ტურიზმზე იქნება, ასევე აქტუალურია აგრო და ღვინის ტურიზმი, დაცული ტერიტორიები და მთის კურორტები. ეს ის ჩამონათვალია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვანი ბუნება და ბუნებრივი რესურსი სრულყოფილად პასუხობს. მეტიც ქართული ტურიზმი ბუნებრივ ატრაქციაზეა მიბმული, რაც მის ღირსებას და მისადმი ინტერესს ზრდის.

loading...

ssss