Breaking

loading...

"ძალიან ცუდად ვარ ჩემი საქმის გარეშე... ლილოს ბაზრობაც კი გაიხსნა, ხელოვნება არ უნდა დაიჩაგროს" - რა მიმართვას ავრცელებს ლელა წურწუმია



კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო გა­მოწ­ვე­უ­ლი ხან­გრძლი­ვი პან­დე­მი­ის შემ­დეგ, ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა თან­და­თან უბ­რუნ­დე­ბა ჩვე­ულ რიტმს - გა­იხ­სნა მა­ღა­ზი­ე­ბი, სა­ვაჭ­რო ქსე­ლე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი, ხალ­ხი უფრო აქ­ტი­უ­რად გა­მო­ვი­და ქუ­ჩა­ში ხან­გრძლი­ვი კა­რან­ტი­ნის შემ­დეგ. თუმ­ცა არის სფე­რო­ე­ბი, რო­მელ­თაც ჯერ ცვლი­ლე­ბე­ბი არ შე­ხე­ბი­ათ, მა­გა­ლი­თად - არ გა­ნახ­ლე­ბუ­ლა სპორ­ტუ­ლი თუ კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

მომ­ღე­რალ ლელა წურ­წუ­მი­ას მისი კო­ლე­გე­ბის მსგავ­სად ხან­გრძლი­ვი შეს­ვე­ნე­ბა გა­მო­უ­ვი­და - ბოლო კონ­ცერ­ტი მას სამი თვის წინ ჰქონ­და და 10 ივ­ნისს, პირ­ვე­ად მი­ვი­და სა­რე­პე­ტი­ცი­ოდ მის ბენდთან ერ­თად. სტუ­დი­ი­დან წურ­წუ­მი­ამ ვი­დე­ო­მი­მარ­თვაც გა­ავ­რცე­ლა:

"7 მარტს მქონ­და ბოლო სოლო კონ­ცერ­ტი ჯგუფ "ნონ-სტო­პთან" ერ­თად და იმის შემ­დეგ პირ­ვე­ლად შე­ვიკ­რი­ბეთ სა­რე­პე­ტი­ცი­ოდ. ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ! არ ვიცი რა რე­გუ­ლა­ცი­ებს დაგ­ვი­წე­სებს მთავ­რო­ბა, იქ­ნე­ბა თუ არა კონ­ცერ­ტე­ბი და ასე მა­ინც უნდა გა­ვა­კე­თოთ ეს ყვე­ლა­ფე­რი, იმი­ტომ რომ ძა­ლი­ან ცუ­დად ვარ ჩემი საქ­მის გა­რე­შე, ბევ­რი ჩემი კო­ლე­გაც ასეა...

იმე­დია რამე საშ­ვე­ლი იქ­ნე­ბა და ალ­ტერ­ნა­ტი­ულ გზას გა­მო­ნა­ხა­ვენ, რომ ეს სფე­რო, ხე­ლოვ­ნე­ბის ბევ­რი დარ­გი არ და­ი­ჩაგ­როს, იმი­ტომ რომ ყვე­ლა­ფერ­მა და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, ლი­ლოს ბაზ­რო­ბაც კი გა­იხ­სნა, ყვე­ლა­ფე­რი მუ­შა­ობს და ხე­ლოვ­ნე­ბა არის მთა­ვა­რი საკ­ვე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბის­თვის, მათი სუ­ლი­ე­რე­ბის­თვის და ამი­ტომ, ახლა სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ ჩვენს რე­პე­ტი­ცი­ას უყუ­როთ" - აღ­ნიშ­ნავს ლელა წურ­წუ­მია მი­მარ­თვა­ში და რე­პე­ტი­ცი­ი­დან ვი­დე­ოს ავ­რცე­ლებს

ცნო­ბი­სათ­ვის, მთავ­რო­ბამ და­ხუ­რულ სივ­რცე­ში სპექ­ტაკ­ლის/კონ­ცერ­ტის ჩა­ტა­რე­ბის­თვის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბაც და­ხუ­რულ სივ­რცე­ში ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს მო­უ­წევთ. მათ შო­რი­საა: სტუ­მარ­თა ნა­კა­დის მარ­თვა იმგვა­რად, რომ თა­ვი­დან იყოს აცი­ლე­ბუ­ლი ერთ ად­გილ­ზე ადა­მი­ან­თა დიდი რა­ო­დე­ნო­ბის კონ­ცენ­ტრა­ცია; სტუ­მარ­თა დაშ­ვე­ბა და­ხუ­რულ სივ­რცე­ში უნდა მოხ­დეს მხო­ლოდ ნიღ­ბით; ღო­ნის­ძი­ე­ბის სრუ­ლი ხან­გრძლი­ვო­ბა არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს 3 სა­ათს, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს სტუმ­რის შე­ნო­ბა­ში შეს­ვლი­სა და შე­ნო­ბის და­ტო­ვე­ბის დროს და ა.შ.


loading...

ssss