Breaking

loading...

ორი ახალი შემთხვევა და ექვსი გამოჯანმრთელებული პაციენტი - კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში


საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 908 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ექვსი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 761-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 2710 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 269.
loading...

ssss