Breaking

loading...

რა ეტაპზეა გიორგი შაქარაშვილის სამძებრო სამუშაოები - "შეიქმნა საველე შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი ხელმძღვანელობს"


მცხე­თა­ში, და­კარ­გუ­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მდი­ნა­რე მტკვარ­ზე და არაგვზე მე­სა­მე დღეა უწ­ვეტ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.
"ად­გილ­ზე მუ­შა­ობს 70 მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი, მათ შო­რის მყვინ­თავ­თა ჯგუ­ფი 7 გა­სა­ბე­რი ნა­ვით. სა­ძი­ე­ბო პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლია 2 ექო­ლო­ტი, რომ­ლე­ბი­თაც ხდე­ბა წყლის ფსკე­რის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა. მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია ყვე­ლა სა­ჭი­რო ტექ­ნი­კა. დრო­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს ტე­რი­ტო­რი­ის მო­ნი­ტო­რინ­გი. ცო­ცხა­ლი ძალა მუ­შა­ობს რო­გორც წყალ­ში, ასე­ვე, მდი­ნა­რე­ე­ბის სა­ნა­პი­რო­ებ­ზე.
მცხე­თა­ში შექ­მნი­ლია სა­ვე­ლე, სა­მუ­შაო შტა­ბი, რო­მელ­საც სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი თე­მურ მღებ­რიშ­ვი­ლი პი­რა­დად ხელ­მძღვა­ნე­ლობს. ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბა სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ძა­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი და­ვით სუ­ხიშ­ვი­ლი. მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყ­ვნენ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და მიმ­დი­ნა­რე­ობ­და თერ­მუ­ლი დრო­ნით მო­ნი­ტი­რინ­გი.
19 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით 11 სა­ათ­ზე გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. 20 ივ­ნისს მი­ღე­ბულ იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ზა­ჰე­სის დამ­ბის გახ­სნის და ჟინ­ვალ­ჰე­სის დამ­ბის და­კეტვის შე­სა­ხებ, რა­მაც გა­მო­იწ­ვია მდი­ნა­რე არაგ­ვში წყლის დო­ნის და­წე­ვა" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.
ცნო­ბის­თვის, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის კვა­ლი ორი დღის წინ და­ი­კარ­გა. ის სა­გუ­რა­მო­ში და­ბა­დე­ბის დღე­ზე იყო და მას შემ­დეგ ოჯახს აღარ უნა­ხავს. მისი და­კარ­გვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით მისი მე­გობ­რე­ბი ავ­რცე­ლებ­დნენ.
გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლია. იგი "სა­ბურ­თა­ლოს გუნდში" თა­მა­შობს.
loading...

ssss