Breaking

loading...

მოგონებად იქცა წარსულად...



ეხლახანს გადავიკითხე ჩემი ძველი პოსტები.. არქივში შევძვერი და გამახსენდა თითეული პოსტი, რომლებიც კონკრეტულ მოვლენებს მოჰყვა.. ეს ყველაფერი უკვე წარსულშია, ისევე როგორც ეს პოსტი იქცევა მოგონებად არქივში... უკვე ჩავლილი ამბებია და მაშინდელი ბლოგპოსტები(წერილები) ეხლა მოგონებად იქცა.. მაგრამ ამ განცდების ადგილი ახალმა წერილებმა  დაიკავეს...
  ამ ბოლო დროს რაღაც ნოსტალგია მაწუხებს.
  იქნებ-უბრალოდ უფრო მოვიცალე საფიქრალად.
  იქნებ-უბრალოდ უფრო დავიკიდე რიგი საკითხები რომელთა მიზეზით რამოდენიმე  სევდიანი პოსტი დაიწერა..ალბათ უცებ შემომაწვას ვარიანტში თორემ ჩემივე ბლოგის დევიზი- "Giorgi's blog გულწრფელი,პოპულარული პოსტები" -კარგად მუშაობს ჩემთან .. დავისვენე..
  ააააჰ. დასვენება საუკეთესო წამალია.. ეგრევე მოდიხარ აზრზე, და გუშინ თუ ყველაფერი გეზარებოდა, დღეს უკვე ახალ გეგმებს, ახალ მიზნებს სახავ და ენერგიით სავსე გასცქერი მომავალს. (ხვალ დილით ისევ დამეზარება ცხოვრება, მაგრამ უკანასკნელად, ამიტომ…  ) რაღაც უფრო მსუბუქად ვარ. ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება (იმდენად, რამდენადაც ჩემი მონჯღრეული ცხოვრება მომცემს ამის საშუალებას) . ვიცი, ბანალური ფრაზაა, მაგრამ, ისიც ვიცი რომ ეს სიმართლეა და ამიტომ მაინც, მეღიმილება.
   ოპტიმიზმ!  შაბათ-კვირა და……ერთი  ფილმის არ იყოს, მეც განწირული ხმით დავიყვირებ- H EEEE LLL PPPP!!!!!!!!!!!!!! მერე რა, რომ ყველა გიჟად ჩამთვლის, ჩემსას ხომ გავისწორებ არა???  მართლა დავიყვირებ ოღონდ... :))

  უკვე ახალი ამბიციები აჟივჟივდნენ, (გაგიგიათ ამბიციების აჟივჟივდნენ -ბა?)ახმაურდნენ, ახალი აზრები მაწუხებენ..
   ტყუილი არ ყოფილა,  რომ  ჩემი მოსვენება არ იქნებაო ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა, რომ ისიც გალიო ნერვიულობაში, დაღლაში და ძილში.. დასანანია, რამდენი დრო იხარჯება უქმად.. მენანება ეს დღეები, ეს დაკარგული დღეები.. მალე მათ ბოლო მოეღებათ!…  (მიუხედავათ ამისა, მე მაინც მეზარება, ძილი მენატრება :)))
 რა მიხარია ასე ძალიან ხომ არ იცით??? დავიკიდოთ, მთავარია რომ მ ი ხ ა რ ი ა! 

ეს სრულიად ეგოისტური პოსტი გამოვიდა, მაგრამ… იყოს, ბლოგი ჩემია, პირადია და რასაც მინდა იმას დავწერ ხო?  ვოტ ტაკ !
loading...

ssss