Breaking

loading...

თსუ-ს თანამშრომლებს, რომლებიც კოვიდინფიცირებული ადამიანის კონტაქტები არიან, ვირუსი არ დაუდასტურდათ



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ)კოვიდინფიცირებული თანამშრომლის კონტაქტში მყოფ პირებს კორონავირუსი არ დადუდასტურდათ. ამის შესახებ ინფორმაცია Imedinews-ს თსუ-ში დაუდასტურეს.

„ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფი 15-მდე ადამიანი იქნა გამოკვლეული და ყველა მათგანის ტესტის პასუხი უარყოფითია. ამასთან, ისინი იზოლაციაში იმყოფებიან და ორ კვირაში განმეორებით ტესტებს ჩაუტარებენ“, - აცხადებენ თსუ-ში.

11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეათე კორპუსის დასუფთავების სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 843 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 697 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3026 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 297.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

loading...

ssss