Breaking

loading...

ვიდეო- პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს ავრცელებს - როგორ განვითარდა მოვლენები 18 ივნისის ღამეს


მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რებს ავ­რცე­ლებს, სა­დაც ჩანს, რო­გორ გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი 18 ივ­ნი­სის ღა­მეს. კად­რე­ბი რო­გორც აგა­რაკ­ზე ასე­ვე, მთა­ვარ მა­გის­ტრალ­ზე გან­ვი­თა­რე­ბულ ეპი­ზო­დებს გად­მოს­ცემს.
უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ჩვიდ­მე­ტი­ვე და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა.


ცნო­ბის­თვის, ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 17 პირი და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბუ­ლებს ედა­ვე­ბი­ან ძა­ლა­დო­ბას, ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რა­საც თან ახ­ლდა რბე­ვა, ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო წარ­მო­მად­გენ­ლი­სად­მი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა, ასე­ვე ედა­ვე­ბი­ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას, ხუ­ლიგ­ნო­ბა­სა და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას.
და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არი­ან: ვა­სილ მა­ხა­რა­ძე, არ­ჩილ გაგ­ნი­ძე, თენ­გო ბარ­ბა­ქა­ძე, საბა ჩხარ­ტიშ­ვი­ლი, ირაკ­ლი მუმ­ლა­ძე, ნიკა ჟვა­ნია, ირაკ­ლი წა­ქა­ძე, გიგა ტა­ტი­აშ­ვი­ლი.
19 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით 11:00 სა­ათ­ზე, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. 4-დღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს.

loading...

ssss