Breaking

loading...

ემანუელ მაკრონის თქმით, 15 ივნისიდან საფრანგეთი „მწვანე ზონად“ გამოცხადდება



საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ 15 ივნისიდან საფრანგეთის ტერიტორიაზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული თითქმის ყველა შეზღუდვა მოიხსნება და ქვეყანა „მწვანე ზონად“ გამოცხადდება. ამის შესახებ France 24 იტყობინება.

შესაბამისი განცხადება მაკრონმა ტელემიმართვის დროს გააკეთა. მან ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში საბავშვო ბაღები და სკოლები 22 ივნისიდან გაიხსნება, აღდგება კაფეების, ბარების და რესტორნების მუშაობა. თუმცა მასობრივ შეკრებებზე დაწესებული აკრძალვა კვლავ ძალაში დარჩება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

loading...

ssss