Breaking

loading...

როგორ გამოვიყურებოდეთ კარგად ვიდეოზარის დროს. ტომ ფორდის რჩევები

დიზაინერმა ტომ ფორდმა განმარტა რა უნდა გააკეთონ ადამიანებმა ვიდეოზარების დროს კარგად რომ გამოიყურებოდნენ. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ცნობილ დიზაინერს ჟურნალისტმა მაურინ დაუდმა მიმართა, რომელიც კომიკოს ლარი დევიდთან ონლაინ ინტერვიუსთვის ემზადებოდა. აი რა ურჩია მას ფორდმა:

1. ნოუტბუკი მაგიდაზე რამდენიმე წიგნზე დადეთ, ისე რომ კამერა თვალების ზონის მაღლა მოექცეს.

2. შემდეგ ეკრანი დახარეთ ისე, რომ კამერა თვალების გასწვრივ აღმოჩნდეს.

3. კომპიუტერის უკან სანათი დადგით, რომელიც თქვენი სახის უფრო მომგებიან მხარეს გაგინათებს.

4. მაგიდაზე თეთრი ქაღალდი ან სუფრა დააფინეთ, ოღონდ ისე, რომ კადრში არ ჩანდეს. ეს შუქის სწორ გადანაწილებაში დაგეხმარებათ.

5. და რაც შეიძლება მეტი პუდრი.

loading...

ssss