Breaking

loading...

Bitmain-ი კომპენსაციას გასცემს მაინერებისთვის, რომლებმაც აღჭურვილობა ფასდაკლებამდე შეიძინეს

Bitcoin-ის მაინინგისთვის გაკუთვნილი აღჭურვილობების მწარმოებელმა კომპანია Bitmain-მა განაცხადა, რომ ნაწილობრივ კომპენსაციას მიიებენ ის მომხმარებლები, რომლებმაც AntMiner S17+ და T17+ მოდელებზე შეკვეთები გააფორმეს ფასის მცირე ხნის წინანდელ შემცირებამდე. 

კომპენსაციის თანხა, რომელიც ვაუჩერების სახით იქნება წრმოდგენილი, შეადგენს 17-დან 272 აშშ დოლარამდე და დამოკიდებული იქნება მიწოდების ვადაზე - თებერვლის შუა რიცხვებიდან აპრილის ბოლომდე პერიოდში.

მაგალიად, მომხმარებლები, რომლებმაც წინასწარი შეკვეთები გააფორმეს AntMiner S17+,-ზე, შეძლებენ მიიღონ 240 აშშ დოლარიანი ვაუჩერი. ისინი კი, ვინც უკვე მიიღო AntMiner S17+, აპრილის განმავლობაში, კომპენსაციის სახით 270 აშშ დოლარს მიიღებენ. 

ვაუჩერების დახარჯვა შესაძლებელი იქნება მომდევნო შენაძენზე. 

Bitmain-ის ეს ნაბიჯი მიგვითიებს ბაზრის რთულ პირობებზე მაინინგ-აღჭურვილობის გამყიდველებისთვის, რომლებსაც დიდი ალბათობით შეუმცირდებათ შემოსავალი და გაეზრდებათ ვალდებულებები. 

როგორც წესი, Bitmain თავის ახალ მოდელებს წინასწარი შეკვეთებით ყიდის. მომხმარებლები იხდიან მოწყობილობის სრულ ფასს და მა იებენ 2-3 თვეში. 

ბაზრის მცირე ნის წინანდელი ვარდნისა და მაისის ჰალვინგის შემდეგ მაინერების შემოსავლიანობის სავარაუდო  კლების გათვალისწინებით კომპანიამ ფასები ეამცირა მოწყობილობებზე, მათ შორის იმ მოდელებზეც, რომლებზეც უკვე გაფორმებული იყო წინასწარი შეკვეთები. აპრილის დასაწყისში Bitmain AntMiner S17+-ს ყიდიდა 1567 აშშ დოლარად, თუმცა რესელერებში ამ მოდელის ნახვა 1300 აშშ დოლარად იყო შესაძლებელი. 

ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს მაინინგ-აღჭურვილობების სხვა მწარმოებლებმა. ჩინური დისტრიბუტორი MicroBT მოწყობილობა WhatsMiner M30S-ს მარტის დასაწყისში 2500 აშშ დოლარად ყიდიდა, თვის მეორე ნახევარში კი ფასი 2000 აშშ დოლარამდე დაწია. 

loading...

ssss