Breaking

loading...

5 „ონლაინ“ ვებ-ხელსაწყოს, რომელიც შეიძლება ჩათვალოთ სასარგებლოდ დისტანციური მუშაობისთვის


კორონავირუსის გავრცელებამ გაზარდა სახლიდან დისტანციურად მუშაობის და შესაბამისად იმ ვებ-საშუალებების მოთხოვნა, რომლებიც დაეხმარებიან კომპანიის თანამშრომლებსა და ფრილანსერებს იმუშაონ მარტივად და კომფორტულად სახლის პირობებში.

წარმოგიდგენთ 5 „ონლაინ“ ვებ-ხელსაწყოს, რომელიც შეიძლება ჩათვალოთ სასარგებლოდ დისტანციური 
მუშაობისთვის, წინ ვრცელი მაგრამ ძალიან გამოსადეგი ინფორმაციაა:

1. „Slack” 

„Slack” არის ერთგვარი ვირტუალური ოფისი, რომელშიც თანამშრომლებს შეუძლიათ სწრაფად მიიღონ უკუკავშირი და  დაუკავშირდნენ ერთმანეთს, როგორც ერთი-ერთზე ასევე ჯგუფურად. ასევე ის იძლევა საშუალებას დააინტეგრირო სხვადასხვა ფუნქცია, როგორიცაა კოლეგებს შორის წახალისების მიზნით სპეციალური ემოჯისა და აღნიშვნების გამოყენება, ასევე სპეციალური მოკლე სტატუსები, რომლებიც ეხმარება „საქმეში ჩაფლულ“ თანამშრომელს მარტივად გადასცეს სათქმელი სხვას.

2. „Zoom”

თუ თქვენი საქმიანობა ძირითადად მოიცავს თანამშრომლებსა თუ სხვა პირებთან ვიდეო-ზარით დაკავშირებას, ამისთვის საუკეთესო საშუალებად ითვლება „Zoom”, რომელიც ცნობილია, როგორც სანდო „ვებ-თული“  ყოველგვარი ხარვეზის, გაჭედილი თუ უხმო ეკრანის გარეშე. მას იყენებენ, როგორც საქმიანი, ასევე არაფორმალური შეხვედრებისთვის. მას შეუძლია ვირტუალურად დააკავშიროს 100-მდე მონაწილე და სპეციალური „add-on”-ის შემთხვევაში 500 მონაწილეც კი.

3. „Trello”

პროექტის მენეჯმენტისთვის გამოსადეგ ხელსაწყოებს შორის თავისი სტილითა და სიმარტივით ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება „Trello”. დავალებათა ვიზუალიზაციითა და გუნდის მონაწილეთა კომენტარებისა თუ უკუკავშირის შეგროვებით, „Trello”  ზრდის დისტანციურად მომუშავე თანამშრომელთა თუ სტუდენტთა პროდუქტიულობას.

4. “Google Drive”

„Google Drive”  პროდუქტიულია იმ კომპანიისთვის, რომლის თანამშრომლებს გააჩნიათ არეული გრაფიკი და არ აქვთ საშუალება დაუკავშირდნენ ერთმანეთს ერთდროს. მას ასევე იყენებენ ის კომპანიები, რომელთა ოფისები სხავდასხავა სასაათო ზოლში იმყოფებიან და სურთ „ერთ ტალღაზე“ მოაქციონ ყველა თანამშრომელი.

5. „Zapier”

„Zapier” არის სასარგებლო ხელსაწყო იმისთვის, რომ სწრაფად მიიღოთ და გადააგზავნოთ თქვენთვის საჭირო წერილები თუ ფაილები. ის უკავშირდება თქვენს მიერ გამოყენებად აპლიკაციებს და კავშირს ამყარებს მათ შორის ისე, რომ ერთი „click“-ით ან სულაც მის გარეშე  შეძლოთ  ნებისმიერი ინფორმაცია გადააგზავნოთ პროგრამებს თუ ადრესატებს შორის, რაც დაგეხმარებათ დაზოგოთ საქმისთვის მნიშვნელოვანი დრო.
loading...

ssss