Breaking

loading...

მასშტაბური ეპიდემიის ზღვარზე ვართ, შესაძლოა, გადაიზარდოს იტალიის მსგავს პროცესებში - გამყრელიძე

მომდევნო ოთხი კვირა ემთხვევა ყველაზე დიდ დღესასწაულს ქვეყანაში. მიუხედავად ამისა, ამის თქმა მიჭირს, მაგრამ უნდა დავიცვათ მოსახლეობის ჯანმრთელობა, მათი სიცოცხლე. უნდა დავემორჩილოთ მოწოდებებს და უნდა მივყვეთ რეკომენდაციებს, თუ არადა მომდევნო 4 კვირის განმავლობაში დიდი საფრთხეა ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარებისა. – ამბობს ამირან გამყრელიძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში.

„მე ვუყურებ, რომ ცოტა მოეშვა მოსახლეობა, დაბრძანდებიან ქუჩებში, იქნება მანქანით თუ ფეხით. ისევაა თავშეყრა და ა.შ.

გვაქვს  ეპიდემია და ვართ ფარტომასშტაბიანი ეპიდემიის ზღვარზე. შესაძლოა, ეს ისეთ უმართავ პროცესებში გადაიზარდოს, როგორიცაა იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში (და ხედავთ, რა ხდება იქ), რომლებიც არიან გაცილებით ძლიერები ეკონომიკურადაც და ჯანდაცვის სისტემებითაც.

ამიტომ გეუბნებით ყველას, დავიცვათ ის წესები, რასაც გვეუბნება სახელმწიფო და ჯანდაცვის სფერო. უნდა გავიჭირვოთ ეს ორი თვე. განსაკუთრებით მოხუცებმა, ქრონიკული დაავადების მქონეებმა“, – ამბობს გამყრელიძე.

loading...

ssss