Breaking

loading...

არ გაუღოთ კარიუცნობებს! მძარცველებითავს ექიმებად ასაღებენ

პოლიციის შეფის თქმით, ყალბი ექიმები მოსახლეობას კარის გაღებას სთხოვენ, ვითომ კორონავირუსზე ანალიზის ასაღებად, და ისინიც თავად უშვებენ სახლებში მძარცველებს.

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებით არაერთი ბოროტმოქმედი სარგებლობს, რომლებიც მედიკოსებად გადაცმულები აღწევენ საცხოვრებელ სახლებში, განაცხადა ესპანეთის ეროვნული პოლიციის მთავარმა კომისარმა ხოსე ანხელ გონსალესმა.


მისი თქმით, ყალბი ექიმები მოსახლეობას კარის გაღებას სთხოვენ, ვითომ კორონავირუსზე ანალიზის ასაღებად, და ისინიც თავად უშვებენ სახლებში მძარცველებს.

გარდა ამისა, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ბოროტგანმზრახველები სახლებში შესაღწევად სამედიცინო ნიღბებისა და ხელთათმანების დარიგებას იმიზეზებდნენ.

ხოსე ანხელ გონსალესმა მოუწოდა ესპანელებს, არ გაუღონ კარები უცნობებს.

ამ დროისათვის ესპანეთში COVID 19–თ ინფიცირებულია 85 195 ადამიანი. ამ მაჩვენებლით ქვეყანამ, აშშ–სა და იტალიის მსგავსად, უკვე გადაუსწრო  ინფექციის ეპიცენტრ ჩინეთს. გარდაცვლილთა რაოდენობამ  7 340–ს (ეს მაჩვენებელიც ჩინეთზე მაღალია), ხოლო განკურნებულთა რიცხვმა 16 780 კაცს მიაღწია შედარებისთვის: ჩინეთში 75 916 პაციენტია გამოჯანმრთელებული).

loading...

ssss