Breaking

loading...

ბიტკოინის ფასი უეცრად $5,800-იან ნიშნულზე დაფიქსირდა


ხუთშაბათს, ბიტკოინის ფასი საგრძნობლად შემცირდა. LONDON (Reuters) – ის მიხედვით, ეს იმის ფონზე მოხდა, რომ ტრეიდერებმა კორონავირუსის პანდემიისგან შესაძლო ეკონომიკური ზიანის შიშის გამო, გლობალურ ბაზარზე აქტიური გაყიდვები დაიწყეს.
ბითქოინის ყიდვის დროა :  ყიდვა
ბაზრის კაპიტალიზაციით ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტის ფასი შუადღისას 24%-ით შემცირდა და გარკვეულ მომენტში მისმა ფასმა $5,800-იან ნიშნულსაც მიაღწია. დღის განმავლობაში განცდილი 18%-იანი ვარდნა კი ბოლო ხუთ წელიწადში დღის განმავლობაში მომხდარი ყველაზე დიდი დანაკლისია.
აღსანიშნავია, რომ გლობალური აქციები დათვურ ბაზარზე მოექცა და ნავთობის ფასიც დაეცა ხუთშაბათს მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ევროპიდან ფრენები აკრძალა.
ამ გარემოებებით გამოწვეულმა ბიტკოინის ფასის ვარდნამ შეასუსტა არგუმენტები, რომ ის უსაფრთხო თავშესაფარია გეოპოლიტიკური სტრესის დროს. ამავდროულად, კითხვები გააჩინა ბიტკოინის, როგორც ვალუტის პრაქტიკულობაზე.
საინტერესოა, დიდხანს იმოქმედებს თუ არა არსებული კრიზისი ბიტკოინისა და ალტკოინების ფასებზე და როგორ შეიცვლება მდგომარეობა უახლოეს დღეებში?
წყარო: https://reut.rs/2xpR41c

loading...

ssss