Breaking

loading...

კორონავირუსი აქვს მის ბაბუას და ბებიას, რომელიც სასტუმროს თანამშრომელია" - ახალი დეტალები 2 წლის ინფიცირებულ ბავშვზე

აკა­დე­მი­კოს ვახ­ტანგ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კის ექიმ ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტის მეგი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, კლი­ნი­კა­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი 2 წლის ბავ­შვის ბე­ბია- ბა­ბუ­ა­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი აქვს.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და მას შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბა.

"დღეს შე­მო­იყ­ვა­ნეს 2 წლის ბავ­შვი, რო­მელ­საც ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. ბე­ბი­ას და ბა­ბუ­ას აქვს ვირუ­სი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი და ახლა ბავ­შვსაც და­უ­დას­ტურ­და. ამ ეტაპ­ზე ბავ­შვი ფაქ­ტობ­რი­ვად უსიმპტო­მოა, მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

და­წყე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა და კვლე­ვე­ბი, რაც ამ ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის დროს არის სა­ჭი­რო“, - აცხა­დებს ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი.

ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან მან და­ა­დას­ტუ­რა, რომ სა­უ­ბა­რია ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ზე, სა­დაც რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ შეკ­რე­ბა იყო. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბე­ბია სას­ტუმ­როს თა­ნამ­შრო­მე­ლია.

"და­დას­ტურ­და რამ­დე­ნი­მე ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც მკურ­ნა­ლო­ბას გა­დი­ან. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბე­ბია სას­ტუმ­როს თა­ნამ­შრო­მე­ლია. ამ ეტაპ­ზე ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია ბე­ბია და ბა­ბუ­აც. რო­გორც ინ­ფორ­მა­ცია მაქვს, ისი­ნი ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არი­ან მო­თავ­სე­ბუ­ლე­ბი. ოჯა­ხი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­შია. ჩვენს კლი­ნი­კა­ში ამ დრო­ის­თვის არის 11 პა­ცი­ენ­ტი, აქე­დან არის 5 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა.

დღეს მე­ხუ­თე და­ე­მა­ტა. და­ნარ­ჩე­ნი ძვე­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბია, რო­მელ­თა მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. პრო­ტო­კო­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მკურ­ნა­ლო­ბა გრძელ­დე­ბა"-აცხა­დებს ექი­მი.


loading...

ssss