Breaking

loading...

UFC-მ ნურმაგომედოვი-ფერგიუსონის ბრძოლის პრომო გამოუშვა


„აბსოლუტურმა საბრძოლო ჩემპიონატმა“ (UFC) შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) რუსი მებრძოლის ჰაბიბ ნურმაგომედოვისა და ამერიკელი ტონი ფერგიუსონის ბრძოლის პრომო გამოუშვა.
მსუბუქ წონაში ჩემპმიონის ტიტულისთვის ნურმაგომედოვი და ფერგიუსონი 18 აპრილს იბრძოლებენ. 31 წლის ნურმაგომედოვის ანგარიშზე MMA-ში 28 გამარჯვება (18 ნოკაუტი) და არც ერთი მარცხია. 2018 წელს მან UFC-ის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ის ორჯერ - გასული წლის ოქტომბერში ირლანდიელ კონორ მაკგრეგორთან, მიმდინარე წლის სექტემბერში კი ამერიკელ დასტინ პორიესთან ბრძოლებში დაიცვა.
რაც შეეხება 35 წლის ფერგიუსონს, მას 28 ბრძოლაში 25 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს. ორივე მებრძოლს ამჟამად UFC-ში 12-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.




Alidrop.club საინფორმაციო პორტალი - ექსკლუზივი, პოლიტიკა, ეკონომიკა, შოუ-ბიზნესი, მედიცინა, კრიმინალი, სპორტი
loading...

ssss