Breaking

loading...

შაკირას Super Bowl-ზე ისეთივე კოსტიუმი ეცვა, როგორიც მის გმირს Zootopia-ში


გახსოვთ მომხიბვლელი და ნიჭიერი პერსონაჟი გაზელი დისნეის 2016 წლის ანიმაციური ფილმიდან ზუტოპია? მაშინ ისიც უნდა იცოდეთ, რომ მულტფილმის ვარსკვლავს მომღერალი შაკირა ახმოვანებს.
და როდესაც ის სუპერ ბოულის მუსიკალურ შოუზე ცეცხლოვანი შესრულებით წარდგა, უამრავმა ადამიანმა აღნიშნა, რომ მისი კოსტიუმი საიდანღაც ეცნობოდა.

გაზელი და ზუტოპია ტყუილად არ გვიხსენებია! შაკირას კოსტიუმი ძალიან ჰგავდა ანიმაციური ფილმიდან მისი პერსონაჟის სასცენო სამოსს.







ფოტო: Disney

უფრო მეტიც! სცენა, რომელზეც გაზელი ზუტოპიას ფინალში ასრულებს, სუპერ ბოულს წააგავს.
"არ მჯერა, რომ ზუტოპიამ სუპერ ბოული იწინასწარმეტყველა", — წერს ტვიტერის ერთი მომხმარებელი.


მსგავსება არ გამოჰპარვია ოსკაროსან მსახიობ ბრი ლარსონსაც, რომელმაც ტვიტერის უნარებიც შეაქო:
"აი რისთვის მაქვს ტვიტერი! შაკირა, სამუდამოდ შენი ფანი ვარ".


სე რომ, თუ ზუტოპიაში გაზელის სცენები დაგაკლდათ, შეგიძლიათ იმდენჯერ უყუროთ სუპერ ბოულის ცეცხლოვან შოუს, რამდენჯერაც მოგესურვებათ.





loading...

ssss