Breaking

loading...

ხელისუფლება სამუშაო საათების, შესვენებისა და დასვენების დროის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრას აპირებს


ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დღი­სა და კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბის, შეს­ვე­ნე­ბი­სა და დას­ვე­ნე­ბის დრო­ის მაქ­სი­მა­ლუ­რი ოდე­ნო­ბის გან­სა­ზღვრას აპი­რებს.
ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის 2020 წლის სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის კა­ნონ­შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის მოკ­ლე­ვა­დი­ან გეგ­მა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.
რო­გორც გეგ­მა­შია ნათ­ქვა­მი, 2020 წელს უნდა დას­რულ­დეს შრო­მის, და­საქ­მე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სფე­რო­ში 11 დი­რექ­ტი­ვის ტრან­სპო­ზი­ცია ქარ­თულ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში.
მათ შორის განსახორციელებელი ცვლილებების მიხედვით, უზრუნველყოფილი იქნება თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვა ვადიანი ხელშეკრულებით და არასრულ სამუშაო განაკვეთზე მომუშავე დასაქმებულთათვის; აიკრძალება სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაცია, უზრუნველყოფილი იქნება თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურება და სხვა.
ამასთან, როგორც გეგმაშია აღნიშნული, განსახორციელებელი ცვლილებების მიხედვით:
  • შეიქმნება დასაქმებულისთვის დაცვის დამატებითი გარანტიები ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდში და დასრულების შემდეგ; დაიცავს ორსულ, ახალნამშობიარები ან მეძუძურ დასაქმებულების ჯანმრთელობას, ხელს შეუწყობს მათ ჩართულობას აქტიურ შრომით საქმიანობაში, ასევე დაეხმარება მათ კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ მობილობაში;
  • განისაზღვრება დამსაქმებლის ვალდებულება, დროულად მიაწოდოს ინფორმაცია დასაქმებულებს შრომის არსებითი პირობების ან მათი ცვლილების შესახებ;
  • განისაზღვრება დამსაქმებელთა ვალდებულება გაატაროს პრაქტიკული ღონისძიებები ინფორმირების და კონსულტირების უფლების დასაცავად, რაც მოიაზრებს დასაქმებულთათვის ინფორმაციის მიწოდებას დაწესებულების/საწარმოს საქმიანობის არსებული და სამომავლო განვითარების შესახებ, მათ შორის ეკონომიკური მდგომარეობისა და იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს შრომის ორგანიზებაზე ან/და შრომითი ხელშეკრულების არსებით პირობებზე;
  • დადგინდება კრიტერიუმები მასობრივი დათხოვნის განსაზღვრისთვის, ასევე დამსაქმებლის ვალდებულება დროულად მიაწოდოს ინფორმაცია მასობრივი დათხოვნის შესახებ დასაქმებულებს და გამართოს მათთან კონსულტაციები, რათა თავიდან იქნეს აცილებული მასობრივი დათხოვნა ან მისი რაოდენობრივი შეზღუდვა, ასევე შესაძლებლობა, შერბილდეს მისი შედეგები თანმდევი სოციალური ღონისძიებებით;
  • განისაზღვრება ბიზნესის ან ბიზნესის გასხვისების მომენტში არსებული შრომითი ხელშეკრულებიდან ან შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე გამსხვისებლის და შემძენის უფლებები და მოვალეობები, ასევე გამსხვისებლისა და შემძენის ვალდებულება მიაწოდონ დასაქმებულებს ინფორმაცია და გამართონ კონსულტაციები დროულად, გასხვისებამდე შემდეგ საკითხებზე: გასხვისების თარიღი ან გასხვისების დაგეგმილი თარიღი, გასხვისების საფუძველი, დასაქმებულთათვის გასხვისების სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური შედეგები, დასაქმებულებთან დაკავშირებით მისაღები ზომები;
  • ადგენს განსაზღვრული ვადით დასაქმებულების უფლებას, მიიღონ ინფორმაცია სამუშაო პირობების შესახებ, გაიარონ სამუშაოს ტიპთან დაკავშირებული გადამზადება, მათი კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით, უზრუნველყოფილნი იყვნენ სათანადო სამედიცინო შემოწმებით, რაც აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ ისინი ასრულებენ ისეთ სამუშაოს, რომელსაც სამედიცინო შემოწმება სჭირდება;
  • განისაზღვრება დირექტივის შესაბამისად დღისა და კვირის განმავლობაში სამუშაო საათების, შესვენების და დასვენების დროის მაქსიმალური ოდენობა, რეგულირდება ღამით მუშაობა და ღამით მომუშავეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება;
  • განისაზღვრება შესაბამისი სანქციები შრომის კანონმდებლობის დარღვევაზე.


Alidrop.club საინფორმაციო პორტალი - ექსკლუზივი, პოლიტიკა, ეკონომიკა, შოუ-ბიზნესი, მედიცინა, კრიმინალი, სპორტი
loading...

ssss