Breaking

loading...

კახა კალაძე ე.წ. ზეემკას დასახლებაში ნახევრად დაგებულ გზაზე - ადამიანების ჯგუფმა დახაზვითი სამუშაოები ჩაატარა, რომ გამოეყვანათ, როგორი უნიათოა მერია



თბი­ლი­სის მერი, კახა კა­ლა­ძე დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ფო­ტოს გა­მო­ეხ­მა­უ­რა, სა­დაც ჩანს, რომ ე.წ. ზე­ემ­კას და­სახ­ლე­ბა­ში გზა ნა­ხევ­რად არის და­გე­ბუ­ლი. კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ამ ად­გილ­ზე კომ­პა­ნია GWP-იმ სა­მუ­შა­ო­ე­ბი აწარ­მოა და შემ­დეგ ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუფ­მა და­ხაზ­ვი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი აწარ­მოა, რათა გა­მო­ეყ­ვა­ნათ ისე, რომ „დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბა უნი­ა­თოა“.
„აქ სა­მუ­შა­ო­ე­ბი აწარ­მოა კომ­პა­ნია GWP-იმ. ფრაგ­მენ­ტუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა და პრობ­ლე­მა იყო, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სა­მუ­შა­ო­ე­ბი და შემ­დეგ ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუფ­მა და მგო­ნი, ყვე­ლა მიხ­ვდე­ბა, ეს და­ხაზ­ვი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ა­ტა­რა, რომ გა­მო­ეყ­ვა­ნათ, რო­გო­რი უნი­ა­თოა დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბა, სამ­გო­რის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ო­ბა, რო­გორ და­ხაზ­ვებს აკე­თე­ბენ… ხომ ხე­დავთ, რა დო­ნე­ზე არი­ან და­სუ­ლი და სად არი­ან. მათ ჰქონ­დათ ინ­ფორ­მა­ცია, რომ პრო­ექ­ტი დაკ­ვე­თი­ლი გვქონ­და, მზად გვქონ­და და ვე­ლო­დე­ბით უბ­რა­ლოდ კომ­პა­ნი­ას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბას, რომ სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­წყე­ბუ­ლი­ყო”, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.
მი­სი­ვე თქმით, ეს ქუჩა მთლი­ა­ნად მო­წეს­რიგ­დე­ბა, გა­ნახ­ლდე­ბა სა­ნი­აღ­ვრე სის­ტე­მე­ბი და იქ­ნე­ბა მო­ას­ფალ­ტე­ბუ­ლი.
„ჩვენ სამ­გო­რის რა­ი­ონ­ში ვი­წყებთ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, ეს არის წმინ­და ბარ­ბა­რეს უბან­ში საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბა და მო­წეს­რი­გე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით, 600 000 ლარი ჯდე­ბა ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ჯამ­ში 10 440 კვ. მ. ას­ფალ­ტი იქ­ნე­ბა და­გე­ბუ­ლი და მთლი­ა­ნად იქ­ნე­ბა მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი. ასე­ვე დამ­ჭე­რი კედ­ლე­ბი მო­ე­წყო­ბა, კორ­პუ­სებ­თან მი­სას­ვლე­ლი ორი კიბე გა­კეთ­დე­ბა და იქ არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა მთლი­ა­ნად იქ­ნე­ბა გა­მოს­წო­რე­ბუ­ლი”, - აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.


Alidrop.club საინფორმაციო პორტალი - ექსკლუზივი, პოლიტიკა, ეკონომიკა, შოუ-ბიზნესი, მედიცინა, კრიმინალი, სპორტი
loading...

ssss