Breaking

loading...

რატომ იჭრიან თმებს კორონავირუსთან მებრძოლი ექიმები ( ფოტო)


მსოფლიო თანაუგრძნობს ჩინეთის ქალაქ უჰანში, ვირუსის ეპიცენტრში მყოფ ადამიანებს, თუმცა ალბათ ცოტას თუ გახსენებია, რა რთული დღეები აქვს მედპერსონალს, რომელიც, საკუთარი სიცოცხლის ფასად, დღედაღამ ავადმყოფების გვერდითაა...
ფოტოზე ხედავთ, რომ მედდები ერთმანეთს თმას აჭრიან - ისინი დამცავი სპეცტანსაცმლის ჩასაცმელად ემზადებიან.
ახლა ადგილობრივ საავადმყოფოებში გრძელთმიან მედპერსონალს ვერ ნახავთ.
ზოგიერთ გოგონას თმის აპარსვაც კი უწევს, რათა დასნებოვნების და ვირუსის გავრცელების რისკი მააქსიმალურად აცილებულ იქნეს. თმა შეიძლება ინფექციის წყაროდ იქცეს.
წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ ექიმები და მედდები სპეცტანსაცმელს იცვამენ. კოლეგების იდენტიფიცირებისთვის ყველას ზურგზე აწერენ სახელს.
მთელი ჩინეთიდან მედპერსონალი უჰანში გადაისროლეს. ეს აუცილებელი გახდა, რადგან დიდი ძალა იყო საჭირო პაციენტთა უდიდეს ნაკადთან გასამკლავებლად.
მიუხედავად ამისა, ხალხი კრიტიკულად არ ჰყოფნით. მედპერსონალი ძალიან იღლება და როგორც კი თავისუფალ წუთს ნახულბენ, სძინავთ, თუმცა ასეთი წუთები იშვიათია.

























loading...

ssss