Breaking

loading...

გერმანელმა ბიჭმა ახალგაზრდა სტალინის ფოტოსურათებით გოგონები "დაკერა"


გამოცემა Vice-ზე გერმანელი პოლ შუენის ისტორია გამოქვეყნდა, რომელსაც მეგობარმა ასანთის კოლოფზე დახატული ახალგაზრდა სტალინის ფოტო ჩამოუტანა. გერმანელს დააინტერესა, თუ რამდენად იცნობდნენ ადამიანები მას და გაცნობის აპლიკაცია Tinder-ზე ატვირთა სტალინის ფოტო, სახელად კი დაიწერა, ჯოსეფი- 27 წლის. 
„სამი სტილის წერილები დამიგროვდა, პირველი: სულელები, რომლებიც კომპლიმენტებით მავსებენ, მეორე, ის ვინც სკეპტიკურად არის განწყობილი და გვიან გაიაზრეს, რომ დიქტატორი ვარ და მესამე - სტალინისტი ისტორიკოსები. მათთან თავისუფლად შემიძლია ვილაპარაკო სსრკ-ზე და ტროცკიზე“, - წერს შუენი.
აღსანიშნავია, რომ „ჯოსეფის“ პროფილი თავიდან მხოლოდ ქალებისთვის იყო ღია, თუმცა შუენმა საბჭოთა ბელადი ბისექსუალური ურთიერთობისთვისაც მზად ყოფნისკატეგორიაში ჩასვა, რის შემდეგაც „ჯოსეფის“ მიმართ ინტერესი უკვე კაცებმაცგამოხატეს.
loading...

ssss