Breaking

loading...

ცნობილი სახეების პირადი მცველები, რომლებმაც საკუთარი გარეგნობით ინტერნეტი აალაპარაკეს



ალბათ, მართლაც ძნელია იყო ცნობილი სახე, რომელსაც ყველგან ფანები ხვდებიან, ავტოგრაფებსა და ჩახუტებას სთხოვენ და ამავდროულად სრულიად უცნობები არიან.



მსოფლიოს კარგად ახსოვს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სელებრითისა და თაყვანისმცემლის შეხვედრა ტრაგიკულად დასრულდა.

სწორედ ამიტომ, ვარსკვლავებს თავიანთი პირადი მცველები ჰყავთ, რომლებსაც ძალიან ხშირად ვხედავთ პაპარაცების გადაღებულ ფოტოებში და სიმართლე გითხრათ, რამდენიმე მათგანის გარეგნობამ მთელი ინტერნეტ სივრცე აალაპარაკა.

1. კაილი ჯენერის პირადი მცველი


კიმ ჩანგი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო, როდესაც იგი კარდაშიანების პაპარაცულ ფოტოებში გამოჩნდა. გასულ წლებში ინტერნეტში ჭორები გავრცელდა, რომ კაილი ჯენერს შვილი სწორედ მისგან ჰყავდა, რაც მალევე დაივიწყა საზოგადოებამ. კიმ ჩანგი არა მარტო მცველი, არამედ საკმაოდ წარმატებული მოდელიცაა.

2. ლედი გაგას პირადი მცველი


პიტერ ვან დერ ვინის ფოტოები უკვე დიდი ხანია სოციალურ მედიაში ტრიალებს. ჰოლანდიელი ბოდიბილდერი თითქმის ათი წელია ლედი გაგას პაპარაცულ ფოტოებში ჩანს. გარკვეული პერიოდი იგი ადელთანაც მუშაობდა. პიტერს 2005 წელს მისტერ ევროპის ტიტულიც კი მიანიჭეს. აქვე გეტყვით, რომ გაგამ მისი ხმა ერთ-ერთ სიმღერაში გამოიყენა, სახელად “Government Hooker”.

3. ბიონსეს პირადი მცველი


იულიუს დე ბოუერი მხოლოდ პირადი მცველი როდია- მან იცის 5 ენა და აქვს საკუთარი კომპანია, რომელიც მსოფლიოს უდიდეს ქალაქებშია ცნობილი

4. ჯენიფერ ლოურენსის პირადი მცველი


გრეგ ლენზის შესახებ მრავალი პოსტი დაიწერა მას შემდეგ, რაც ჯენიფერ ლოურენსის გვერდით გამოჩნდა ფოტოებზე. ალბათ არ გაგიკვირდებათ ის ფაქტიც, რომ იგი ადრე მოდელი იყო, ახლა კი პედიატრიულ კლინიკაში მუშაობს.

5. ქეითი პერის პირადი მცველი


სახელი სამწუხაროდ უცნობია, სამაგიეროდ ინტერნეტში მისი უამრავი ფოტო დევს. ქეითი პერის ცნობილ მცველს არა ერთი სტატია მიეძღვნა ტაბლიოდებში და მას „ახალგაზრდა ჰიუ ჯეკმენს“ უწოდებენ.

6. ჯასტინ ბიბერის პირადი მცველი

მაიკლ არანა კი დღემდე განხილვადია. თაყვანისმცემლები საკმაოდ ხშირად ცდილობენ ბიბერის დაჭერას, ჩახუტებას და ამისთვის ძალას არ იშურებენ, მაგრამ მაიკლის წყალობით, სელებრითს სერიოზული ინციდენტი ჯერ არ ჰქონია, რასაც ვერ ვიტყვით თავად მცველზე- ცნობილია, რომ მაიკლი რამდენიმე წლის წინ დაიჭირეს.


Alidrop.club საინფორმაციო პორტალი - ექსკლუზივი, პოლიტიკა, ეკონომიკა, შოუ-ბიზნესი, მედიცინა, კრიმინალი, სპორტი
loading...

ssss