Breaking

loading...

ერთეულები ცვლის სამყაროს


...1980 წლის ივ­ლი­სი. ტერი ფოქ­სი და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი მირ­ბის კა­ნა­და­ში, "იმე­დის მა­რა­თო­ნის" დროს. იგი 143 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დარ­ბო­და, იქამ­დე სა­ნამ არ გარ­და­იც­ვა­ლა...
ტერი ფოქ­სი კა­ნა­და­ში 1958 წელს და­ი­ბა­და. 1977 წელს, 19 წლი­სას ძვლის სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. მე­დი­კო­სე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ მარ­ჯვე­ნა ფეხი მო­ეკ­ვე­თათ. 3 წლის შემ­დეგ ახალ­გაზ­რდა ათ­ლეტ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, გა­ერ­ბი­ნა მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, ოკე­ა­ნი­დან ოკე­ა­ნემ­დე.
გარ­ბე­ნის მი­ზა­ნი იყო, შე­ეგ­რო­ვე­ბი­ნა შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბი ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის კვლე­ვებ­ზე. იგი ოც­ნე­ბობ­და, ორ­გა­ნი­ზა­ცია "იმე­დის მა­რა­თონ­თან" ერ­თად კა­ნა­დის თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის­გან თითო დო­ლა­რი შე­ეგ­რო­ვე­ბი­ნა. წე­ლი­წად­ზე მეტ­ს ის ვარ­ჯი­შობ­და, რად­გან ეს­მო­და, რომ მსგავ­სი დის­ტან­ცი­ის დაძ­ლე­ვა მო­უმ­ზა­დებ­ლად ჯან­მრთელ ადა­მი­ან­საც კი გა­უ­ჭირ­დე­ბო­და.

ტერი ფოქსმა "იმე­დის მა­რა­თო­ნი" 1980 წლის 12 აპ­რილს და­ი­წყო ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნი­დან და მა­რა­თო­ნის დას­რუ­ლე­ბას ვან­კუ­ვერ­ში, წყნარ ოკე­ა­ნეს­თან აპი­რებ­და. დღე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 42 კი­ლო­მეტრს დარ­ბო­და, მაგ­რამ ავად­მყო­ფო­ბა პროგ­რე­სი­რებ­და და იგი დარ­ბო­და სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლე­ბის შეგ­რძნე­ბით, პრო­თე­ზით ფე­ხის ნაც­ვლად... მხო­ლოდ საოცარი ნე­ბის­ყო­ფა და სურ­ვი­ლი, დახ­მა­რე­ბო­და მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ანს, აძ­ლევ­და მას წინსვლის ძა­ლას.
ტე­რიმ ვერ შეძ­ლო მა­რა­თო­ნის დას­რუ­ლე­ბა. სიმ­სივ­ნე ფილ­ტვებ­ზე გავ­რცელ­და და იგი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და 1980 წლის 1 სექ­ტემ­ბერს მა­რა­თო­ნი შე­ე­წყვი­ტა. ტერი ქა­ლაქ თან­დერ ბე­ის­თან ახ­ლოს გა­ჩერ­და 143-დღი­ა­ნი გა­ნუ­წყვე­ტე­ლი მა­რა­თო­ნის შემ­დეგ, რომ­ლის დრო­საც 5 373 კი­ლო­მეტ­რი გა­ირ­ბი­ნა. 10 თვის შემ­დეგ 22 წლის ასაკში ტერი გარ­და­იც­ვა­ლა...
1981 წლის თე­ბერ­ვლის­თვის 24 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტი იყო შეგ­რო­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ტე­რიმ შეძ­ლო ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა. დღეს­დღე­ო­ბით კა­ნა­დის გარ­და კი­დევ 50-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში ტარ­დე­ბა ტერი ფოქ­სის სა­ხე­ლო­ბის საქ­ველ­მოქ­მე­დო გარ­ბე­ნე­ბი. Terry Fox Run გი­ნე­სის რე­კორ­დე­ბის წიგნ­შია შე­ტა­ნი­ლი, რო­გორც ყვე­ლა­ზე დიდი საქ­ველ­მოქ­მე­დო კამ­პა­ნია, რო­მელ­შიც მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. დღეს, 25 წლის შემ­დეგ, ტერი ფოქ­სის ფონ­დი 360 მი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დე გა­ი­ზარ­და, ასე რომ მის ძა­ლის­ხმე­ვას უკ­ვა­ლოდ არ ჩა­უვ­ლია.
ტერი ფოქ­სის მე­მო­რი­ა­ლუ­რი ძეგ­ლე­ბი კა­ნა­და­ში რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში დგას. კა­ნა­დის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ერთ-ერთ ყი­ნულმჭრელს ტერი ფოქ­სის სა­ხე­ლი და­არ­ქვა. გემი წყალ­ში 1983 წელს ჩა­უშ­ვეს...


Alidrop.club საინფორმაციო პორტალი - ექსკლუზივი, პოლიტიკა, ეკონომიკა, შოუ-ბიზნესი, მედიცინა, კრიმინალი, სპორტი
loading...

ssss