Breaking

loading...

"სულიერად მკვდარი იყო და ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევის სურვილი არ ჰქონდა" - რას ჰყვება მიხეილ კალანდიას ფსიქოთერაპევტი


მი­ხე­ილ კა­ლან­დია სუ­ლი­ე­რად მკვდა­რი იყო და ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან თა­ვის დაღ­წე­ვის სურ­ვი­ლი არ ჰქონ­და, - ამის შე­სა­ხებ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ფსი­ქო­თე­რა­პევტმა და­ვით ან­დღუ­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და.
სწო­რედ ან­დღუ­ლა­ძემ აღ­მო­უ­ჩი­ნა ბრალ­დე­ბულ მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას მისი ბი­ძის, დი­მიტ­რი კა­კუ­ბა­ვას თხოვ­ნით ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბა. რო­გორც ფსი­ქო­თე­რა­პევტმა გან­მარ­ტა, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ მი­ხე­ილ კა­ლან­დია მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო.
"სრუ­ლი­ად უსუ­სუ­რი იყო, არა­ნა­ი­რი ინ­ტე­რე­სის სურ­ვი­ლი არ ჰქონ­და, შე­იძ­ლე­ბა და­ვარ­ქვათ, რომ თვითგვე­მა­ში იყო. ტრა­გე­დი­ის ეპი­ცენ­ტრში და მო­ნა­წი­ლე იყო, რა­საც მძი­მედ გა­ნიც­დი­და. თა­ვი­დან ვერ აღიდ­გენ­და მოვ­ლე­ნებს და ცდი­ლობ­და აღედ­გი­ნა რო­გორ ურტყამ­და ერთი ადა­მი­ა­ნი მე­ო­რეს და­ნას. მას არ ჰქონ­და ჩემ­გან დახ­მა­რე­ბის არც მო­ლო­დი­ნი და არც სურ­ვი­ლი. სუ­ლი­ე­რად მკვდა­რი იყო და ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან თა­ვის დაღ­წე­ვის სურ­ვი­ლი არ ჰქონ­და. ის უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, მძი­მედ სა­კონ­ტაქ­ტო იყო. პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რი­სას წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და ვის ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, ალ­ბათ უფრო სა­ში­ნე­ლე­ბის ჩამ­დენს, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ მკვლელს არა, მაგ­რამ უფრო მკვლელს. ბოლო შეხ­ვედ­რებ­ზე უკვე მი­ხე­ილს გა­მარ­თულს, ბევ­რად უფრო გა­წო­ნას­წო­რე­ბულს ვხე­დავ­დი. თვი­თონ რა ზე­წო­ლის და დევ­ნის მსხვერ­პლი აღ­მოჩ­ნდა, ეს ცალ­კე სა­კი­თხია", - გა­ნა­ცხა­და ან­დღუ­ლა­ძემ.
მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის კად­რე­ბი უტ­რი­ა­ლებ­და თავ­ში და და­ნა­ხუ­ლის გან­ცდებ­ში იყო.
"მე მჭირ­დე­ბო­და დავ­ხმა­რე­ბო­დი იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა­ში იყო თუ არა ის დამ­ნა­შა­ვე. და­ვი­ნა­ხე, რომ იყო უდა­ნა­შა­უ­ლო და ამის და­ნახ­ვა­ში და­ვეხ­მა­რე", - გა­ნა­ცხა­და ან­დღუ­ლა­ძემ.
ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე დაც­ვის მხა­რის მოწ­მეს, ფსი­ქო­თე­რა­პევტს და­ვით ან­დღუ­ლა­ძეს კი­თხა­ვენ.



Alidrop.club საინფორმაციო პორტალი - ექსკლუზივი, პოლიტიკა, ეკონომიკა, შოუ-ბიზნესი, მედიცინა, კრიმინალი, სპორტი
loading...

ssss