Breaking

loading...

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ვლადიმერ პუტინის მიმართვა ქართველებზე



რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყოველწლიურ დიდ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ "მოსკოვში საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენლის სტუმრობა გაუხარდებათ".
"სამწუხაროდ, ახლა საქართველოს შიგნით ჩვენ ძალიან ცოტა კონტაქტი გვაქვს. ისინი, პრაქტიკულად, აღარ არსებობენ. მაგრამ იქ პოლიტიკური ბრძოლა არ წყდება, ამას ვხედავთ. თუმცა, საქართველოს ხელისუფლების თხოვნით, რუსულ ბაზარზე ქართული საქონლის მიწოდების ლიბერალიზაცია მოვახდინეთ. ეს გავაკეთეთ საქართველოს თანხმობის სანაცვლოდ რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე, პოლიტიკური უთანხმოებების მიუხედავად.

ეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კარგი პოლიტიკური ჟესტი იყო და ჩვენ ჩვენი ბაზრის გახსნით ვუპასუხეთ. შემდგომშიც მზად ვართ, ამ მიმართულებით ვიმოძრაოთ. თუ საქართველოს ხელისუფლება შესაძლებლად ჩათვლის, მოსკოვში საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენლის სტუმრობა გაგვიხარდება".
loading...

ssss