Breaking

loading...

მეცნიერებმა ვერტიკალურ სიბრტყეზე მცოცავი რობოტი შექმნეს



აშშ-ში მეირლენდის ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერებმა, უნიკალური რობოტი შექმნეს, რომელიც ვერტიკალურ სიბრტყეზე დაცოცავს. რობოტს სპეციალური საცეცები აქვს, რომელიც სიბრტყესთან შეხებისას ვაკუუმს ქმნის, ამის შესახებ techcult წერს.  
მეცნიერების განცხადებით, თავიდან რობოტი შალის ზედაპირზე გადაადგილებას ვერ ახერხებდა, თუმცა მოგვიანებით ეს პრობლემა დაძლიეს. რობოტს გადაადგილებისთვის წყალი სჭირდება, რომლითაც მის ფეხებზე დამაგრებული რგოლები მარაგდება. 
იმის გამო, რომ ZPD ტექნოლოგიას ჯერ კიდევ დიდი რაოდენობით წყალი სჭირდება, შემდეგი ნაბიჯი, მკვლევარების აზრით, მისი მოხმარების შემცირებაა. მოწინავე რობოტი მთამსვლელი ალბათ გამოიყენებს წყალს საკუთარი ავტონომიური ავზიდან. ახლა მას წყალი გარე ავზიდან მიეწოდება. 
Imedinews.ge
loading...

ssss