Breaking

loading...

ზოგადი, სექსი,იძლევა


არსებობს სიტყვები, რომლებიც ერის მსოფლმხედველობას თუ არა, დამოკიდებულებას რომელიმე საკითხისადმი ნათლად გამოხატავს. ,,იძლევაც” ასეთი სიტყვაა: თუ მის მნიშვნელობას დაანაკუწებ, შეგიძლია, ბევრი რამ ამოიკითხო: ქალიშვილობის ინსტიტუტით გაწამებული ბიჭების სევდა, ქართველი გოგოების თავისებურება (ან საერთოდ არ ,,იძლევა” ან, ზოგადად, ყველას ,,აძლევს”) და ქართველი ბიჭების საერთო განწყობა გოგონების მიმართ.
თუ ამ სიტყვას კიდევ უფრო ჩავუღმავდებით, მივხვდებით, რომ ქართველი ბიჭები სექსს ორმხრივ პროცესად არ აღიქვამენ და სექსთან დაკავშირებული ტერმინოლოგიაც მხოლოდ ამაზე მიგვითითებს: ,,პირში იღებს, პირში ვაძლევ”, იძლევა, ვჟიმავ… ქართველი ბიჭი არ იტყვის: ამ გოგოსთან ვჟიმაობო (ან ეს რა ფრაზაა, მაგრამ კიდევ არა უშავს), იტყვის, ამ გოგოს ვჟიმავო.. ,,იძლევაც” ეგეთი სიტყვაა. სასტიკად სექსისტური და ცალმხრივი.ქართველი ბიჭების აზრით, გოგო იძლევა თუ:

აქვს ტატუ

აქვს პირსინგი

არის როკერი

არის სექსუალური

არაა ქალიშვილი (თუმცა, გამოცდილმა ბიჭმა იცის, რომ ხანდახან ქალიშვილებიც იძლევიან)

თავისუფლად საუბრობს სექსზე

სვამს


.. დანარჩენი არ მახსენდება .. დაამატეთ თქვენ.

    ხოდა, ეგრეა. საშინელებაა. მაგრამ, უსამართლობა იქნება, რომ ყველაფერი ბიჭებს დავაბრალოთ. ხანდახან მათი წარმოდგენა ქართველი გოგოების შესახებ სიმართლისაგან არც ისე შორსაა.. ვიღაცები მართლაც იძლევიან: თან ზუსტად ისე, როგორც ამ სიტყვაში იგულისხმება: განურჩევლად, საკუთარი პროგრესულობის დასამტკიცებლად, ოღონდ მაინც ქართულად..
   ქართველ გოგოს (თუნდაც ,,იძლეოდეს ”) ვერ შეჰკადრებ, რომ მასთან სექსი გინდა. სულ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დაითანხმო. ჯიკავით. ფული უნდა დაახარჯო, უთხრა, რომ ცოტათი გიყვარს უკვე, ერთი-ორი სამომავლო გეგმა გაუმხილო (ზაფხულში ერთად დავისვენოთ თურქეთში) და ალბათ, გამოგივა რამე, ისიც იმ შემთხვევაში, თუ კარგად დაათრე კიდეც. რაც მთავარია, მეორე შეხვედრაზე აუცილებლად გაიმართლებს თავს : მაპატიე, თავს ვერ ვაკონტროლებდი, ყველასთან ეგრე კი არ ვწვები, მგონი, შეცდომა დავუშვი და ასე შემდეგ.. ქართველი გოგოსთვის სექსის ფაქტს აუცილებლად სჭირდება გამართლება.

    სწორედ ამიტომ აღიქვამენ ქართველი ბიჭები სექსს ცალმხრივ პროცესად. ქართველი გოგოები სექსში არ მონაწილეობენ.. ისინი მხოლოდ ,,იძლევიან”.
loading...

ssss