Breaking

loading...

სტამბოლის აეროპორტში თვითმფრინავი დაშვებისას რამდენიმე ნაწილად დაიშალა

შემთხვევის ადგილი
სტამბოლის საერთაშორისო საბიჰა გოქჩენის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი დაშვებისას ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და რამდენიმე ნაწილად დაიშალა. ამის შესახებ BBC წერს
გამოცემის ინფორმაციით, ლაინერი ავიაკომპანია Pegasus Airlines-ს ეკუთვნის და სტამბოლში ქალაქ იზმირიდან ჩაფრინდა. თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, ბორტზე 177 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაღუპულა, თუმცა სხვადასხვა ტიპის დაზიანება 21-მა ადამიანმა მიიღო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყებას ბორტზე საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ მიუღია.
გენსაკონსულო კავშირზეა ყველა შესაბამის უწყებასთან. ამჟამად დაშავებულები გადაჰყავთ ქალაქის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. ამ ეტაპისთვის ბორტზე საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




Alidrop.club საინფორმაციო პორტალი - ექსკლუზივი, პოლიტიკა, ეკონომიკა, შოუ-ბიზნესი, მედიცინა, კრიმინალი, სპორტი
loading...

ssss