Breaking

loading...

მხოლოდ 6 წელი - გაუპატიურება სცადა,აგინებდა,ლანძღავდა და ბოლოს ბრალდებულმა შვილს მაჯაზე წვერის საპარსი გაუსვა




პროკურატურის ინფორმაციით, არასრულწლოვანი შვილების მიმართ სექსუალურ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებულს 6 წლით პატიმრობა მიესაჯა. სამართალდამცავებმა ბრალდებული 2019 წლის პირველი მაისს დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, 2018 წლის სექტემბერში ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალიშვილის, რომელიც სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. უწყების მტკიცებულებების მიხედვით, ამავე წლის მაისში, არასრულწლოვან შვილებს მშობელი აიძულებდა მასთან სექსუალური ხასიათის ქმედებებს, უარის შემთხვევაში კი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მათ.
"ბრალდებული პირი 2018 წლიდან ქალიშვილებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, აგინებდა და ლანძღავდა, აიძულებდა ემუშავათ და აღებული ხელფასი სრულად გადაეცათ მისთვის. სკოლის მოსწავლე ბ.ა. მამის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის, უძილობისა და დაღლილობის გამო მძიმე ფსიქოლოგიურ ტანჯვას განიცდიდა, რის გამოც 2018 წლის ზამთარში, სამსახურში ყოფნის დროს ხელზე სისხლძარღვები გადაიჭრა. ზაფხულში ბ.ა-მ მამას უთხრა, რომ გადატვირთული გრაფიკის გამო რესტორანში მუშაობა აღარ შეეძლო პასუხად, ბრალდებულმა შვილს მაჯაზე წვერის საპარსი გაუსვა"
— წერია უწყების განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
შეგახსენებთ, რომ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში სამი ძირი კანაფის მოყვანისთვის ბრალდებულს ასევე 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

Alidrop.club საინფორმაციო პორტალი - ექსკლუზივი, პოლიტიკა, ეკონომიკა, შოუ-ბიზნესი, მედიცინა, კრიმინალი, სპორტი
loading...

ssss