Breaking

loading...

რეალს მბაპეს შეძენა €300 მილიონად სურს


მადრიდის „რეალი“ ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე „პარი სენ ჟერმენის“ ფორვარდის, კილიან მბაპეს შეძენას შეეცდება. როგორც გამოცემა The World Game იტყობინება, ესპანეთის სამეფო კლუბი მზადაა 21 წლის თავდამსხმელში 300 მილიონი ევრო გადაიხადოს.
ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ „მონპელიესთან“ გამართულ შეხვედრაში ნაადრევად შეცვლის გამო, მბაპე კლუბის მთავარ მწვრთნელ ტომას ტუხელს გაუნაწყენდა და მასთან საუბარი არ ისურვა, რაც მადრიდელთა შანსს კიდევ უფრო ზრდის. მიმდინარე სეზონში მბაპემ „პარი სენ ჟერმენის“ მაისურით 25 შეხვედრა ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა. პარიზულ კლუბს მასთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული


Alidrop.club საინფორმაციო პორტალი - ექსკლუზივი, პოლიტიკა, ეკონომიკა, შოუ-ბიზნესი, მედიცინა, კრიმინალი, სპორტი
loading...

ssss