Breaking

loading...

270 000-დოლარიანი ბინა ვაკეში და 127 000-დოლაიანი ფასიანი ქაღალდები - ანუ რატომ არ ესმის დეპუტატს ბავშვების შიმშილის ხმა?


საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის პროტეჟემ, რევაზ არველაძემ თქვა, რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენო.
„საქართველოში ბავშვები საერთოდ არ შიმშილობენ. მე ვერ ვიჯერებ მაგ ამბავს“, - ეს კომენტარი რევაზ არველაძემ გაკეთა იმ ინფორმაციის საპასუხოდ, რომელშიც ნათქვამია, რომ ბაღდათში, ხანძრის შედეგად დაღუპული 4 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა.
მშიერ ბავშვებსა და გაუსაძლის ყოფაში მყოფ ოჯახებს რომ ვერ ხედავენ ხალხის რჩეული კანონმდებლები, ეს ახალი ამბავი არაა ქართული პოლიტიკისთვის.  სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ დეპუტატების უმეტესობა „ძალიან ახლომხედველია“, როგორც პოლიტიკურად, ისე ზოგადად.  
თუმცა, დეპუტატ არველაძეს, როგორც ეტყობა, გაეროს დასკვნის შესახებაც არაფერი სმენია. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის  მონაცემებითაც, საქართველოში 77 ათასი ბავშვი შიმშილობს. 
რადგან დეპუტატს არ ესმის ხალხის გაჭირვების ხმა, „მიზეზის დასადგენად“ მა დედაქალაქის მერის, კახა კალაძის პროტეჟე ქონებრივ დეკლარაციას გადახედა.
დეკლარაციაში წერია, რომ  რევაზ არველაძე და მისი მეუღლესოლიდური ქონების მფლობელები არიანკერძოდმის მეუღლეს,  მარინა ხომერიკს 2018 წელსთბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში ორი ბინა შეუძენიაიგი ნინოშვილის ,#51-ში ფლობს 79,1 კვ.და 41,9 კვ.ფართის ბინებს.
თავად არველაძეს 2016 წელს ვაკეში შეუძენია ბინარომლის საერთო ფართი 145,92 კვ..-ია  და დეკლარაციაშივეა მითითებულირომ მისი საბაზრო ღირებულება  270  ათასი დოლარიაარველაძეაღნიშნული ქონების 50 %-ის მფლობელია და წილს საკუთარ შვილთან ინაწილებს.
დეკლარაციით ასევე გავარკვიეთ, რომ არველაძეს მემკვიდრეობით მიუღია მიწის ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლი ახმეტის რაიონში. ამ სახლის 100%-იანი წილის მფლობელი თავადაა.
არველაძე ასევე ფლობს მიწის ნაკვეთებს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე და მათი საერთო ფართი 2 ათას 400 კვ..-ია 
რევაზ არველაძე 2014 წელს გამოშვებული, მსუბუქი ავტომანქანა Toyota Land Cruiser Prado-თი დადის, რომელიც 2015 წელს 54 000 დოლარად შეიძინა.
ხალხის გაჭირვების უცოდინარი კანონმდებელი ფლობს ფასიან ქაღალდებსაც. მათში დეპუტატს  127 000 დოლარი გადაუხდია და დივიდენდებსაც იღებს კახა კალაძის პროტეჟე  დეპუტატს ფასიანი ქაღალდები 2019 წელს აქვს შეძენილი.
გასულ წელს არველაძეს შემოსავლის სახითდეპუატატის ხელფასი  -   50 344 ლარი მიუღიაფასიანი ქაღალდებიდან კი - 5 ათას 920 დოლარი.
დეპუტატს გასულ წელს ავტომანქანაც გაუსხვისებია და შემოსვლის სახით 2 ათას 500 დოლარი მიუღია. სამაგიეროდალბაათ გადანახული ქონებიდანგასულ წელს შვილისთვის 25 000 დოლარიც უჩუქებია.
მას სხვადასხვა ბანკში რამდენიმე ანგარიშიც აქვს გახსნილი და საერთო ჯამში, 20 ათას ლარამდე თანხაც უფიქსირდება ამ ანგარიშებზე.
სავარაუდოდ,  დეკლარაცია მდიდარი კანონმდებლის ყველა ქონებას არ ასახავს. ბოლოს და ბოლოს, მას ორი ვაჟიშვილი ჰყავს და მათთვისაც გადანაწილებული ექნება ის ქონება, რაც წლების განმავლობაში დააგროვა, მაგრამ ამ ქონების  შესახებ დეკლარაციაში არაფერი წერია.
ვისთვის როგორ, მაგრამ დედაქალაქის მერის პროტეჟეს დეკლარაციის  შესწავლის შემდეგ, ჩვენთვის გასაგებია, რატომ  „ვერ იჯერებს“  „მაძღარი“ დეპუტატი  სხვის გაჭირვებას, თანაც - ბავშვებისას. მართლაც რომ ბრძნულია ანდაზა: „მაძღარ მშიერიც მაძღარი ეგონაო“.
შეგახსენებთ, ბაღდათში, ხის ძველ საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს სოციალურად დაუცველი ოჯახი ემსხვერპლა, მათ შორის, 4 ბავშვი და 2 ქალი. ინფორმაციით, ოჯახი ხის, მიტოვებულ სახლში ცხოვრობდა. მათ ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი არ ქონდათ, ცხოვრობდნენ უკიდურეს გაჭირვებაში და საკვებს უფასო სასადილოდან იღებდნენ.
loading...

ssss