Breaking

loading...

Volkswagen-მა ელექტრომანქანების დამტენი რობოტი წარადგინა

გერმანულმა ავტომწარმოებელმა Volkswagen ელექტრომანქანების დამტენი რობოტი წარადგინა, რომელსაც მანქანის დატენვა ავტონომიურად, ადამიანური ჩარევის გარეშე შეუძლია. თქვენ უბრალოდ უნდა გამოიძახოთ ის თქვენს მანქანასთან, სპეციალური აპლიკაციის დახმარებით.
რობოტს შეუძლია ერთ ფარეხში, ერთდროულად რამდენიმე ელექტრომობილს მოემსახუროს. ამ საჭიროების შემთხვევაში, ის თანმიმდევრულად აერთებს დამტენ ბატარეას (რომლის თან ტარებაც შეუძლია), სხვადასხვა მანქანაზე და ტოვებს მანამ, სანამ სასურველ დონეზე არ დაიმუხტება. აღნიშნული სიახლე მნიშვნელოვანია ელექტრომანქანების დამმუხტველი სადგურების ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მათ მომხმარებელზე მორგების კუთხით. სხვა მხრივ, სიახლე მნიშვნელოვანია თვითმართვადი მანქანების გამოჩენის შემთხვევაშიც. ასეთი მანქანების დასამუხტად, ისევე, როგორც სამართავად, ადამიანის ჩარევა აღარ იქნება საჭირო.
რობოტის თითოეული ელემენტი 25 kWh-ს მოიცავს და შეუძლია შეავსოს მანქანის ელემენტი 50 კილოვატით. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ „ვოლსვაგენის“ რობოტი ერთგვარი ელემენტების ვაგონია, რომელიც მათ მანქანებსა და დამმუხტველ პუნქტებს შორის დაატარებს.
„ეს ჯერჯერობით პროტოტიპია, თუმცა, ძალიან მალე შეიძლება იქცეს რეალობად, თუ ყველაფერი გეგმისმიერად შესრულდა“, – ამბობს მარკ მოლერი, „ვოლსვაგენის“ წარმომადგენელი გავრცელებულ განცხადებაში. კომპანიას, ჯერჯერობით, რობოტის გამოსვლის თარიღზე, ან სხვა სპეციფიკაციებზე, არ უსაუბრია.
loading...

ssss