Breaking

loading...

JP MORGAN-ი APPLE-ს NETFLIX-ის შეძენას ურჩევს


ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილესი ბანკი "JP Morgan" "Apple"-ს მედია კომპანია "Netflix"-ის შეძენას ურჩევს, რომელსაც ამჟამად $7 მილიარდის ოდენობის ვალი აქვს და ფინანსურად რთულ სიტუაციაშია. 

NBC-ის ინფორმაციით, Apple-ს $250 მილიარდი ნაღდი ფული აქვს, რომლის განკარგვაც სურს. JP Morgan-ის ანალიტიკოსის, სამიკ შატერჟის განცხადებით, ბაზრის ამჟამინდელი სიტუაციიდან გამომდინარე საუკეთესო ინვესტიცია $148 მილიარდად შეფასებული Netflix-ის შესყიდვა იქნება. 

"ჩვენი აზრით Apple-ის სტრატეგიას Netflix ზუსტად ერგება. ვფიქრობთ, რომ Netflix-ის ყიდვა ყველაზე წარმატებულ კომპანიას შეუძლია, ბაზრის პატარა მოთამაშე ამას ვერ შეძლებს“ - განმარტავს ექსპერტმა. 

მისი თქმით, კომპანიის ამჟამინდელი ფასი $148 მილიარდია, სასესხო ვალდებულება კი $7 მილიარდს შეადგენს. „გვჯერა, რომ Apple შეძლებს Netflix-თან სინერგიის შექმნას და მისი შესაძლებლობების სმარტფონებში დანერგვას, ამით სერვისი გაცილებით მრავალფეროვანი გახდება და გაუმჯობესდება“ - განაცხადა შატერჟიმ. 

აღსანიშნავია, რომ Apple-ის და Netflix-ის აქციების ფასი  2.8პროცენტი და 3.4პროცენტი-ით გაიზარდა, Apple-მა კი $821 მილიარდიანი კაპიტალიზაციით, ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის სტატუსი დაიბრუნა.
ავტორი: ლევან თაღიაშვილი
წყარო: www.bm.ge
loading...

ssss