Breaking

loading...

Caru – კომპანია, რომელმაც ავტოსერვისი სრულიად შეცვალა


ავტომობილების მფლობელებს მანქანასთან დაკავშირებული უამრავი საკითხის გადაჭრა უწევთ. ხშირ შემთხვევაში მანქანა, რომელმაც, წესით, ცხოვრება უნდა გაგვიადვილოს, დამატებითი სადარდებლის წყარო ხდება: სად გავაკეთებინო, რა ვუშველო, ტექდათვალიერებისთვის როდის მოვიცალო, გასარეცხად როდისღა წავიყვანო? მანქანის ყოლა დამატებით ერთი სამსახურის ტოლფას ენერგიას მოითხოვს, რისთვისაც თანამედროვე, დაკავებულ ადამიანს დრო უბრალოდ არ აქვს.
აქამდე ავტოსერვისი სრულიად გაუკვალავი სფერო იყო ყველა დამწყები მძღოლისათვის. თუ მანქანა გაგიფუჭდებოდა, ან თავად უნდა გერბინა ელიავაზე საათობით, ან გამოცდილი მეგობარი მეათასედ შეგეწუხებინა, თუმცა რამდენიმე თვის წინ ბაზარზე Caru-ს გამოჩენამ ყველაფერი შეცვალა. Caru-ს ავტოასისტენტები სწორედ ამას აკეთებენ, რაც ყველას ძალიან გვეზარება: მიჰყავთ მანქანა, საჭირო ნაწილებს ეძებენ, ვაჭრობენ, ყველაზე ხელსაყრელ ვერსიას პოულობენ, მანქანას აკეთებენ და უკან გიბრუნებენ. ეს არის ავტომანქანის ყოველისმომცველი მოვლის მომსახურება პროფესიონალი ავტოასისტენტების მეშვეობით და, რაც მთავარია - სახლიდან გაუსვლელად.
იდეის ავტორი წარსულში ავტოშემკეთებელი წერტილის მფლობელი, ნიკა აბაშიძეა. მისი თქმით, შეიძლება მფლობელი კარგად ერკვეოდეს თავისი მანქანის სპეციფიკაში, თუმცა ავტომომსახურება ისეთივე ცალკე სამყაროა, როგორიც ნებისმიერი სხვა ინდუსტრია. შეიძლება ერთი და იგივე სერვისი სხვადასხვა ადგილას 50-დან 150 ლარამდე ღირდეს და არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ 150 ლარად უკეთეს შედეგს მიიღებთ. სპეციფიკური ცოდნა კი მანქანის მოვლას 50-70%-ით აიაფებს.

რისთვის შეგიძლია Caru-ს გამოყენება?

Caru-ს შრომისმოყვარე გუნდი მზადაა, რომ თქვენ ნაცვლად ნებისმიერ გამოწვევას გაუმკლავდეს: დაწყებული მანქანის გარეცხვით, დასრულებული ძრავის შეკეთებით და ტექდათვალიერების გავლითაც კი.
ავტოასისტენტის გამოძახება ძალიან მარტივია. ვებგვერდზე Caru.ge მარტივ ფორმას ავსებთ და მერე პროცესი ავტომატურად მიდის. პრობლემა თქვენი მსუბუქი ჩართულობით გვარდება, რაც მხოლოდ ინვოისის დადასტურებას და თანხის გადარიცხვას გულისხმობს.

რა იციან ასისტენტებმა ისეთი, რაც უბრალო მოკვდავებმა არ იციან?

ავტომობილი რთული მოწყობილობაა და მისი მოვლასაც სხვადასხვანაირად შეიძლება მივუდგეთ. გამოცდილმა ავტოექსპერტმა კარგად იცის, თუ სად შეიძლება "მოიჭრას კუთხეები", რომელი ნაწილი ჯობია, რომ გამოიცვალოს და რომელი - აღდგეს, სად მუშაობს კონკრეტული პრობლემის საუკეთესო ხელოსანი და სად იშოვება ნაწილები.
მაგალითისთვის, წაიკითხეთ, როგორ უყვარდებათ მომხმარებლებს საკუთარი ავტოასისტენტები ერთი სერვისით.

რამდენ ხანში გვარდება პრობლემა?

დაკვირვებამ აჩვენა, რომ ერთ შემთხვევაზე მანქანის შესაკეთებლად საშუალოდ დაახლოებით 8.5 საათი გვეხარჯება. Caru-მ ეს დრო 15 წუთამდე დაიყვანა, რაც მხოლოდ მანქანის გატანებისა და დაბრუნებისთვის საჭირო დროა. ამასთან, ავტოექსპერტი ზოგავს იმ დროს, რომელიც თქვენ ხელოსნის მოძიებასა და ნაწილების პოვნაში დაგჭირდებოდათ, რადგან ზუსტად იცის, სად რისთვის უნდა მივიდეს.

სხვა?

დღევანდელ სამყაროში ყველა სერვისი თუ კომპანია ადამიანების საჭიროებებზეა მორგებული. ხელოსნიდან ხელოსანთან საათობით სიარული, რომელშიც წლების განმავლობაში ათიათასობით ავტომფლობელს უამრავი შაბათ-კვირა აქვს დახარჯული, თანამედროვე ცხოვრების რიტმთან ვეღარ თავსდება, თანაც ლოდინში გატარებულ დროს ვეღარავინ დაგიბრუნებთ.
Caru კი მანქანის ყოლას ყველა უსიამოვნო ასპექტს აცილებს და მხოლოდ კომფორტს ტოვებს
loading...

ssss