Breaking

loading...

“ოცნების” ჩინოვნიკების გადამალული ქონება



“ოცნების” ჩინოვნიკების გადამალული ქონება – საჯარო სამსახურის ბიურომ 596 პირის დეკლარაცია შეისწავლა, აქედან 254 თანამდებობის პირი დაჯარიმდა. დაჯარიმებულთა შორისაა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. საკუთარი შემოსავლები და უძრავ-მოძრავი ქონება დეკლარაციაში 31-მა დეპუტატმა არ მიუთითა. მათ შორის არის მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ბექა ოდიიშარია, მას დეკლარაციაში არ აქვს ასახული როგორც საკუთარი, ასევე თავის ოჯახის წევრები შემოსავლები და უძრავ-ქონება. კითხვა თუ რატომ მალავენ ქართული ოცნები მაღალჩინოსნები ქონებას, მათთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა. ისინი აცხადებენ, რომ ეს არის ტექნიკური შეცდომა და მას არანაირი კავშირი არ აქვს ქონების დამალვასთან.
“დამალვა არაფერშუაში არ არის და უზუსტობა შეიძლება ძალან ბევრ ადამიანს დაემართოს” – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
საკუთარი ქონება დეკლარაციაში არ ასახა “ოცნების” დეპუტატმა ლერი ხაბელოვმა, დეკლარაცია არასწორად შეავსო ასევე ენზელკ მკოიანმაც.
loading...

ssss