Breaking

loading...

ილია მეორე მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გვაფრთხილებს და ამბობს,რომ საქართველო აუცილებლად გაბრწყინდება


ჩვენი ერის მიმართ უფლის განსაკუთრებულ წყალობაზე მრავალი ნიშანი მეტყველებს მაცხოვრის კვართის მცხეთაში ჩამობრძანება, ღვთისმშობლის წილხვდომილობა და სხვ. ალბათ ამით უნდა ავხსნათ იოანე ზოსიმეს სიტყვები იმის თაობაზე, რომ მეორედ მოსვლის ჟამს კაცობრიობა ქართულითა ენითა განისჯება. ეს იქნება ალბათ ჯილდო იმისათვის, რომ საქართველო თვით უკანასკნელ ჟამსაც კი შეინარჩუნებს ჭეშმარიტ სარწმუნოებასა და სიყვარულს. როგორც მწყემსი არჩევს ცხვართა და თიკანთა, ასე უფალი მეორედ მოსვლისას მარჯვნივ კეთილთა დაიყენებს, ხოლო მარცხნივ - უკეთურებს. მარჯვნივ მყოფთ ეტყვის: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ. თუ რისთვის უნდა დაიმკვიდრონ მათ მათთვის ქვეყნის დასაბამითგან განმზადებული სასუფეველი, ეს მაცხოვრის მომდევნო სიტყვებშია განმარტებული: რამეთუ მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა და მასუთ მე; უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ, და მომხედეთ მე; საპყრობილეს ვიყავ, და მოხუედით ჩემდა. ე.ი. იმას კი არ ეკითხება ვინ რა შეიძინა და მოიხვეჭა, ვის როგორ სწამდა და ლოცულობდა, არამედ იმას, ვინ რა კეთილი საქმე გააკეთა, ვინ დაეხმარა და გაუწოდა ხელი გასაჭირში ჩავარდნილს, რადგან როცა ამბობს, მშიერი ვიყავი და დამაპურეთ, მწყუროდა და წყალი მომაწოდეთო, იმათ გულისხმობს, ვისაც უჭირთ. მარცხნივ მდგომთა სასუფეველი სწორედ იმიტომ დაკარგეს, რომ მშიერ-მწყურვალთა და სნეულთა მიმართ, უგულობა გამოიჩინეს.

ადამიანის ერთადერთი დანიშნულება, ალბათ ამაში თქვენც დამეთანხმებით, სიკეთის ქმნაა. ყოველი კაცი სანთელს უნდა ჰგავდეს, ირგვლივ მყოფთ ერთდროულად უნდა უნათებდეს და ათბობდეს კიდეც. ყოველმა ჩვენგანმა თავის თავს უნდა ჰკითხოს: ანათებს თუ არა იგი და ათბობს თუ არა ადამიანებს. თუ იგი პირიქით იქცევა და გარშემო მყოფთ ზღუდავს და აბრკოლებს, მაშინ მარცხენა ადგილს, ანუ საუკუნო წარსაწყმედელს დაისაკუთრებს.

ადამიანის ბუნება რთულია. არა მარტო კაცობრიობა, არამედ ყოველი ადამიანიც გაყოფილია, რადგან ბრძოლა კათილს და ბოროტს შორის ყველგან იგრძნობა. თვით მოციქული პავლეც კი ამბობს, რომ ხშირად იმას აკეთებდა, რაც არ უნდოდა. შესანიშნავი სიტყვები ეკუთვნის ჰაინრიხ ჰაინეს იმის თაობაზე, რომ ქვეყანა შუაზე გაიყო და ბზარმა მის გულზე გაიარა. მართლაც ეს გაყოფა განსაკუთრებით ადამიანის გულზე იგრძნობა. თუ შენ ამ ბზარს არ გრძნობ და ჭრილობის განკურნებას არ ცდილიაბ, არ იღწვი იმისათვის, რომ ბოროტს კეთილმა სძლიოს, მაშასადამე, უფლის მარჯვნივ ვერ დადგები. ადამიანის მაცხოვნებელი სარწმუნოებასთან ერთად სიყვარული და კეთილი საქმეა. რა თქმა უნდა, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც თავისი თავი სძულდეს და მასზე არ ზრუნავდეს, მაგრამ გააჩნია, რას გულისხმობს ზრუნვაში, რა ჰგონია თავისთვის კარგი და სასარგებლო. ყოველ ჩვენგანს აუცილებლად უნდა გვქონდეს სულიერი თვალი, რათა სხვისი გასაჭირი და ტკივილი დავინახოთ და საკუთარივით განვიცადოთ. მაგრამ ისიც უნღა აღინიშნოს, რომ ხშირად სხვისი მწუხარებისა და ჭირის გაზიარება კი შეგვიძლია, მაგრამ სიხარულისა და ბედნიერებისა - არა. თუ შურს დაძლევ და სხვისი სიხარულით გაიხარებ, უფალი შენც აუცილებლად დაგაჯილდოვებს სიხარულით, ისე როგორც უძღები შვილი დააჯილდოვა საყვარელმა მამამ. როგორც ეს მამა უნახავდა თავის შეცდომილ ძეს სამოსელ პირველს, ბეჭედსა და ზვარაკს და მის შინ დაბრუნებას ელოდებოდა, ასევე ელოდება უფალი ყოველი ადამიანის და საერთოდ მთელი კაცობრიობის დაბრუნებას მასთან.

შევსთხოვ უფალს, რომ მოგანიჭოთ დიდი რწმენა და სიყვარული, რომელიც კეთილი საქმეებით გამოვლინდება, მოგანიჭოთ ის სულიერი თვალი, რომელიც სხვის გასაჭირს დაგანახებთ. ღმერთშა დაგლოცოთ, გაკურთხოთ და გაგაძლიეროთ სიკეთის სამსახურით, რომელიც მარადიულ სასუფეველს დაგიმკვიდრებთ
loading...

ssss