Breaking

loading...

"მომდევნო 9 თვე სამყარო ცვლილებებითა და მოულოდნელობებით აღსავსე იქნება" - რაზე გვაფრთხილებენ ასტროლოგები


ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი მომ­დევ­ნო 9 თვის ას­ტრო­ლო­გი­უ­რი ას­პექ­ტე­ბის შე­სა­ხებ წერს და რე­კო­მენ­და­ცი­ებს გვთა­ვა­ზობს:
"20 იან­ვარს მზე მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­ვი­და. გი­ლო­ცავთ, მერ­წყუ­ლე­ბო, მო­მა­ვალ და­ბა­დე­ბის დღე­ებს და წარ­მა­ტე­ბულ სო­ლა­რულ წე­ლი­წადს გი­სურ­ვებთ.
მერ­წყუ­ლე­ბის­თვი­საც და არა მხო­ლოდ მათ­თვის, 20 იან­ვრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი 1 თვე სამ­ყა­რო ცვლი­ლე­ბე­ბით, სი­ახ­ლე­ე­ბით და ასე­ვე მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით აღ­სავ­სე იქ­ნე­ბა. ეს პე­რი­ო­დი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თა­ნა­მოზ­რე­ე­ბის მო­ძი­ე­ბის, ახა­ლი მე­გობ­რე­ბის შე­ძე­ნის, ძვე­ლებ­თან კი უფრო მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბის დროა. ამ დროს კოს­მო­სი იძ­ლე­ვა ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, ვი­ყოთ ჩარ­თუ­ლი სა­ერ­თო შორ­სმი­მა­ვალ პრო­ექ­ტებ­ში, ვი­პო­ვოთ მი­ზა­ნი, მო­ვი­პო­ვოთ სუ­ლი­ე­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ეს ის დროა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ბევ­რად უფრო მე­გობ­რუ­ლე­ბი ხდე­ბი­ან, უფრო ად­ვი­ლად ამ­ყა­რე­ბენ კონ­ტაქ­ტებს, იზ­რდე­ბა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა, და ადა­მი­ა­ნე­ბი ცდი­ლო­ბენ თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის პოვ­ნას.
ამი­ტო­მაც ამ პე­რი­ოდ­ში კარ­გია ჯგუ­ფურ აქ­ტი­ო­ბებ­ში ჩარ­თვა, საქ­მის გუნ­დუ­რად გა­და­წყვე­ტა. შე­სა­ნიშ­ნა­ვი დროა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ას­პა­რეზ­ზე პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმი­სათ­ვის - ოღონდ იმოქ­მე­დეთ შაბ­ლო­ნე­ბის გა­რე­შე, შე­მოქ­მე­დე­ბი­თად. თუ სა­ჭი­როა, და­იხ­მა­რეთ მე­გობ­რუ­ლი კავ­ში­რე­ბიც. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, წარ­მა­ტე­ბა თქვენ­თან იქ­ნე­ბა!
27 იან­ვარს დი­ლის 11 სა­ათ­სა და 36 წუთ­ზე ლი­ლი­ტი და­ტო­ვებს თევ­ზე­ბის ნი­შანს და მომ­დევ­ნო 9 თვის მან­ძილ­ზე (21 ოქ­ტომ­ბრამ­დე) ვერ­ძე­ბის და­უ­პა­ტი­ჟე­ბელ სტუმ­რად იქ­ცე­ვა. თუმ­ცა სი­ურპრი­ზე­ბი არა მხო­ლოდ მზით ვერ­ძებს ერ­გე­ბათ, ასე­ვე "გაგ­ვა­ხა­რებს " ლი­ლი­ტი ყვე­ლას, ვი­საც ამ ნი­შან­ში ASC , MC, DSC, IC ან რა­ი­მე პლა­ნე­ტა გვყავს.ლი­ლი­ტი, მო­გეხ­სე­ნე­ბათ ალ­ბათ - ცდუ­ნე­ბებს მარ­თავს, ხოლო ვერ­ძი კი პირ­ვე­ლო­ბის სურ­ვი­ლია. ამ შავი ქალ­ბა­ტო­ნის მიერ მი­წო­დე­ბულ მრუ­დე სარ­კე­ში ასა­ხუ­ლი რე­ა­ლო­ბა მუ­დამ არას­წორ სუ­რათს გვიჩ­ვე­ნებს და შე­საძ­ლოა ბევრ ჩვენ­განს უბიძ­გოს სრუ­ლი­ად უად­გი­ლო კონ­ფლიქ­ტე­ბი­სა­კენ, მოგ­ვეჩ­ვე­ნოს, რომ ვი­ღა­ცე­ე­ბი უსა­მარ­თლოდ გვექ­ცე­ვი­ან, ცდი­ლო­ბენ დაგ­ვჩაგ­რონ, ჩვენს ფონ­ზე უკე­თე­სე­ბი გა­მოჩ­ნდნენ და ამ მიზ­ნით გვე­კონ­კუ­რენ­ტე­ბი­ან, გვე­ცი­ლე­ბი­ან პირ­ვე­ლო­ბას... სი­ფი­ცხე, მო­უთ­მენ­ლო­ბა, ემო­ცი­ებ­ზე აყო­ლა, უფ­რო­სე­ბის თუ უფ­რო­სო­ბის არ მოს­მე­ნა, კა­ნო­ნის, წეს­რი­გის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა, ფეთ­ქე­ბა­დო­ბა - ეს ვერ­ძი­სე­უ­ლი ნე­გა­ტი­უ­რი თვი­სე­ბე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია რო­მელ­საც მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა ვე­რი­დოთ ამ 9 თვის მან­ძილ­ზე .
სას­წო­რი ვერ­ძის ოპო­ზი­ცი­უ­რი ნი­შა­ნია და მხო­ლოდ მის სა­უ­კე­თე­სო ნი­შან-თვი­სე­ბებ­ზე სწო­რე­ბას თუ შე­უძ­ლია ჩვე­ნი პრობ­ლე­მე­ბი­დან ხსნა. რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა სას­წო­რის და­დე­ბი­თი მხა­რე? რა თქმა უნდა, დიპ­ლო­მა­ტი­ა­ში, მოვ­ლე­ნე­ბის დინ­ჯად აწონ-და­წონ­ვა­ში, აუჩ­ქა­რებ­ლო­ბა­ში, კა­ნო­ნე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა­ში . ამას­თან, ერი­დეთ ია­რაღს, რო­გორც ცივს, ისე ცე­ცხლსას­როლს, თუ ტრან­სპორ­ტს მარ­თავთ, ან გინდ ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე ხართ, მო­უფრ­თხილ­დით დიდ, მა­სი­ურ მან­ქა­ნებს, ნუ ივ­ლით კრი­მი­ნო­გე­ნურ უბებ­ში მარ­ტო და შე­ბინ­დე­ბულ­ზე, ფრთხი­ლად იყა­ვით ქუ­ჩის ძაღ­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, არ გა­ტო­ვოთ უყუ­რა­დღე­ბოდ ვე­ლუ­რი ცხო­ვე­ლე­ბის და მწე­რე­ბის ნაკ­ბე­ნე­ბი...
ძა­ლი­ან მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა ცე­ცხლის კე­რე­ბის გა­ჩე­ნის ალ­ბა­თო­ბე­ბი, ხან­ძრე­ბი, შინ და გა­რეთ, ნუ და­ტო­ვებთ ჩა­უმ­ქრალ კო­ცო­ნებს ბუ­ნე­ბა­ში, მოკ­ლედ იყა­ვით ფხიზ­ლად... ვი­თა­რე­ბა არა მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში შე­იძ­ლე­ბა და­ი­ძა­ბოს, არა­მედ ყვე­ლა იმ სფე­რო­ში სა­დაც ხვდე­ბა თქვენს პი­რად რუ­კა­ში ვერ­ძი, მარ­სი და თა­ვად ლი­ლი­ტი...მთე­ლი მიმ­დი­ნა­რე პე­რი­ო­დი, სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა­ნი დენ­თის კას­რებ­ზე ვის­ხდე­ბით და ძა­ლი­ან დიდი გო­ნი­ე­რე­ბა გვმარ­თებს, რომ ნე­ბით თუ უნებ­ლი­ედ ჰა­ერ­ში არ ავი­წი­ოთ...
სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ვერ­ძის ნიშ­ნით არი­ან გა­მოკ­ვე­თილ­ნი, ან ქვეყ­ნის მე­თა­უ­რი ჰყავს ამ ნიშ­ნის მმარ­თვე­ლო­ბის ქვეშ, ან ლი­ლი­ტი ვერ­ძის " ბედ­ნი­ე­რი" მფლო­ბე­ლე­ბი არი­ან, თუ კი­დევ მეტი არა, ნაკ­ლე­ბი სა­შიშ­რო­ე­ბე­ბის წი­ნა­შე არ დგა­ნან, ვიდ­რე რი­გი­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რად­გან ასეთ­მა გან­ლა­გე­ბამ მათ რუ­კებ­ში, ომის პრო­ვო­ცი­რე­ბაც კი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. ამა­სო­ბა­ში კი თხის რქის ნი­შან­ში თავ­მოყ­რი­ლი პლა­ნე­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა სე­რი­ო­ზუ­ლო­ბის­კენ, კონ­ტრო­ლი­სა და თვით დის­ციპ­ლი­ნი­სა­კენ მოგ­ვი­წო­დებს ყვე­ლას. და მინ­და შე­გახ­სე­ნოთ, რომ ლი­ლი­ტი მხო­ლოდ და მხო­ლოდ ფიქ­ტი­უ­რი, გა­მოთ­ვლი­თი წერ­ტი­ლია მთვა­რის ორ­ბი­ტა­ზე, მას შე­უძ­ლია გვაც­დუ­ნოს, მაგ­რამ მოვ­ლე­ნებს ის ვერ ქმნის. ესე იგი ყვე­ლა­ფე­რი ჩვენს ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რამ­დე­ნად ავ­ყვე­ბით ამ მაც­დუ­რი შავი დე­დოფ­ლის თა­მაშს და მივ­ცემთ უფ­ლე­ბას მის ჭკუ­ა­ზე გვატ­რი­ა­ლოს! მო­დით, ვი­ყოთ ძლი­ე­რე­ბი და მომთმე­ნე­ბი და ვიდ­რე ერთხელ გავ­ჭრით, ას­ჯერ გავ­ზო­მოთ! მა­შინ სა­ნერ­ვი­უ­ლოც აღა­რა­ფე­რი გვექ­ნე­ბა, არც მზით ვერ­ძებს, არც ლი­ლიტ ვერ­ძებს და არც სხვებს".
loading...

ssss