Breaking

loading...

გუდაურიდან თბილისში ვირუსის სიმპტომებით ჩინეთის 9 მოქალაქე გადმოჰყავთ, მათ შორის 2 ბავშვია



გუდაურიდან თბილისში ვირუსის სიმპტომებით ჩინეთის 9 მოქალაქე გადმოჰყავთ, მათ შორის 2 ბავშვია. 9-ვე მათგანს ინფექციურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსებენ.

ჩინეთის მოქალაქეებს მაღალი ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები აღენიშნებათ.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ისინი 21 იანვარს ბაქოში ჩაფრინდნენ, 25 იანვარს კი საქართველოში ჩამოვიდნენ.

"ვინაიდან ისინი ჩინეთიდან არიან, გადაწყდა, რომ მთელი ჯგუფი გადმოვიყვანოთ ინფექციურ საავადმყოფოში, რათა გაუკეთდეს დეტალური გამოკვლევა", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" ინფექციურ საავადმყოფოში


ღსანიშნავია, რომ 16:00 საათზე, ჩინეთის მოქალაქეების საკითხზე კლინიკის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია განცხადებას გააკეთებენ.
loading...

ssss