Breaking

loading...

პროფესორ ლეუნგის პროგნოზი: უჰანის ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველ 6 დღეში შეიძლება გაორმაგდეს

ჰონკონგის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მედიცინის კათედრის პროფესორი გაბრიელ ლეუნგი აკეთებს პროგნოზს,რომ უჰანის ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველ 6 დღეში შეიძლება გაორმაგდეს.
ლეუნგი ასევე გახლავთ ჰონკონგის ეპიდემიოლოგიისა და ინფექციურ დაავადებათა გავრცელების მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ცენტრის დირექტორი და მან ეს პროგნოზი ორშაბათის პრეს-კონფერენციაზე გააკეთა.
პროფესორი ამბობს, რომ თავისი ანგარიში წარუდგინა პეკინისა და ჰონკონგის ხელისუფლებას, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას.
ლეუნგის თქმით, მისი გათვლების მიხედვით, 25 იანვრისთვის უკვე ინფიცირებულ ადამიანთა რიცხვი, ინკუბაციურ პერიოდში მყოფ ადამიანთა ჩათვლით, დაახლოებით 44 000-ამდეა.ეპიდემია ძალიან სწრაფად ვითარდება.
ლეუნგი ვარაუდობს,რომ ავადობის მაქსიმალური მაჩვენებელი აპრილ-მაისში იქნება. ეს რომ არ დავუშვათ, აუცილებელია თუნდაც დრაკონული საშუალებების გამოყენება – მოსახლეობისთვის გადაადგილების აკრძალვა – ამბობს პროფესორი.
მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ აფეთქება შესაძლოა გლობალურ ეპიდემიად იქცეს. და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

წყარო: cnn.com
loading...

ssss