Breaking

loading...

ინდოეთში კაცი, რომელმაც 23 ბავშვი მძევლად აიყვანა მოკლეს, მისი ცოლი კი ჩაქოლეს


ინდოელმა სამართალდამცველებმა, უტარ-პრადეშის შტატში, იმ მამაკაცის ლიკვიდაცია მოახდინეს, რომელმაც საკუთარ სახლში მძევლად 23 ბავშვი და რამდენიმე ქალი აიყვანა.
ადრე ნასამართლევმა სურეშ ბატამ მძევლები საკუთარი გოგონას დაბადების დღეზე აიყვანა.
ბოროტმოქმედთან მოლაპარაკება მისმა თანასოფლელმა სცადა, თუმცა ბატამ ცეცხლი გახსნა და მეზობელი ფეხში დაჭრა. მას შემდეგ რაც ბატამის სახლს პოლიციამ ალყა შემოარტყა, მან ასევე ცეცხლი გახსნა და მათი მისამართით ყუმბარაც ისროლა.
მისი ლიკვიდირება სპეცოპერაციის შედეგად მოხერხდა, სამი ძალოვანი დაჭრილია, ბავშვები არ დაშავებულან.
ბოროტმოქმედის ლიკვიდირების შემდეგ, თანასოფლელებმა მისი მეუღლე დააკავეს და ქვებით ჩაქოლეს.
ქალი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს, მოგვიანებით ის გარდაიცვალა.
loading...

ssss