Breaking

loading...

ავტოპარკინგზე მსუბუქი მანქანა ჯებირს შეეჯახა და სიმაღლიდან ჩამოვარდა - დაშავებულია 17 წლის გოგო



ზუგდიდში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კერძო ავტოპარკინგზე მსუბუქი მანქანა ჯებირს შეეჯახა და სიმაღლიდან ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა მანქანის მძღოლი 17 წლის გოგო.

თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათივე თქმით, ქალი უგონო მდგომარეობაში იყო.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები. ზუგდიდის საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას თქმით, დაშავებულ პაციენტს უტარდება კვლევები და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.
loading...

ssss