loading...

რისთვის ვიბადებით?


ამბობენ სტატისტიკურად მილიონამდე ადამიანი იკლავსო თავს წელიწადში.ვინ იცის სიმართლეა თუ მწარე ტყუილი და სინამდვილეში გაცილებით (გაცილებით!) მეტი აკეთებს მას.ბავშვობაში იმასაც გვეუბნებოდნენ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობსო,მაგრამ ეგეც მწარე ტყუილი ყოფილა,სინამდვილეში არსებობს ცხოვრებაში სასოწარკვეთის ის წამები,როცა მდგომარეობა აღარაფერს ექვემდებარება,ყველა “ფიქრი ნაფიქრია”,ფიქრის ფიალა თითქოს…

ამ ქვეყნად არსებობს

ამ ქვეყნად არსებობს საკუთარი ტკივილები, რომლებზეც ვერავისთან ისაუბრებ. ის მხოლოდ შენშია და მორჩა. 💫🖤

ამ სამყაროში კანონზომიერება ვერ აღმოვაჩინე. ვფიქრობ არც არსებობს.


ამ სამყაროში კანონზომიერება ვერ აღმოვაჩინე. ვფიქრობ არც არსებობს.


ჰარუკი მურაკამი “კაფკა პლაჟზე”

“ყველა რაღაც ძვირფასს ვკარგავთ. შესაძლებლობებს, გრძნობებს. მაგრამ თავში პატარა ოთახი გვაქვს, სადაც მოგონებებს ვინახავთ. ოთახი, რომელიც ბიბლიოთეკის წიგნსაცავს ჰგავს.ჩვენი თავის შესაცნობად კი კატალოგები უნდა შევადგინოთ. დროდადრო მოგონებებს მტვერი უნდა გადავწმინდოთ, ოთახი გავანიავოთ, ლარნაკებში კი წყალი შევცვალოთ. ჩვენ სამუდამოდ ვიცხოვრებთ საკუთარი მოგონებების ბიბლიოთეკაში.”
ჰარუკი მურაკამი “კაფკა პლაჟზე”

Roberto Calvet and Dorcas Coppin by Jean-Philippe Lebee

Roberto Calvet and Dorcas Coppin by Jean-Philippe Lebee

Over Thinker რა აღარ ხდება ცხოვრებაში

რა აღარ ხდება ცხოვრებაში,თეორიულად ყველაფერი იცი. შეგიძლია დაუსრულებლად იფიქრო,ყველანაირი აზრი აპატიო საკუთარ თავს,გაუგო,გესმოდეს. ერთადერთი ვისაც შენი ესმის,გიგებს და მოგყვება,ვისაც შეგიძლია ენდო,საკუთარი თავია. ცხოვრებაც მიდის და მიგაქანებს,ხან უწყობ ფეხს და ეწევი,ხანაც ძალიან ჩამორჩები. ამ დროს საშინელ დაღლას გრძნობ. გამოჩნდებიან ადამიანები,აგავსებენ ათასგვარი ემოციით,აზრით,ფიქროთ. იზრდები ადამიანთან ერთად,ყველაფერი სხვანაირი გეჩვენება,თავს უფრო მსუბუქად და ლაღად გრძნობ. მაგრამ შიშის გრძნობა,რომ ეს მალე გაქრება არ გტოვებს. მერე თავს ეუბნები:“ნუ გეშინია,ეს მალე არ დასრულდება,შენც ხომ გაქვს უფლება იყო ბედნიერი” ჰოდა შენც პატარა სულელი ბავშვივით გჯერა და ეშვები მორევში. გგონია ბედნიერების მორევში,თუმცა არა ძვირფასო,ეს ხომ ცხოვრებაა,რომელსაც თავისი კანონზომიერება აქვს: ყველა ბედნიერება მცირეხნიანია,ხოლო უფერო და ნაცრისფერი დღეები კი უხვად გხვდება წილად და განებივრებს. მიდიან ადამიანები,ან შენ მიდიხარ,მნიშვნელობა არ აქვს. უშვებ შენი ცხოვრებიდან და ისევ რჩები მარტო. მარტოობის დროს უფრო მარტოა ადამიანი თუ მაშინ როცა არ არის მარტო?! ვერ გავეცი ამ კითხვას პასუხი.
როცა გვერდით ვინმე ძვირფასი მყავს,მე საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნი,ნაკლებს ვფიქრობ ჩემზე და იქნებ სწორედ ასეთ დროს უფრო მარტო ვარ. ვერაფერი გამიგია. თითქოს თეორიულად ყველაფერი მესმის,უამრავი რამ მინახავს. მაგრამ ამ ჩემს გიჟ არსებას ვერაფერი გავუგე. იმდენად ამოუცნობი ვარ,რამდენადაც შესაცნობი. მე მესმის ჩემი თავის იმდენად,რამდენადაც არ მინდა,რომ მესმოდეს.

იქნებ ჩემი რუტინული დღეები ჰგავს კიდეც შენსას,იქნებ ამას რომ წაიკითხავ საკუთარი თავიც კი ამოიცნო. შენ უბრძვი,შენ გინდა,შენ ცდილობ,ოცნებობ,ტირი,იცინი და გიყვარს. გიყვარს ეს სიცოცხლე და არ გინდა მარტომ დაასრულო. შეიძლება სხვებს ჰგონიათ,რომ შენში სიამაყე და ეგოიზმი არ არის,მაგრამ ესეც ხომ სისულელეა. შენ ხომ იმდენად ეგოისტი ხარ,რომ გინდა შენთან ერთად სხვაც მოკვდეს. გინდა როცა შენ აღარ იქნები სხვებს ან ერთ ადამიანს მაინც ამით გული მოუკვდეს. კიდევ რამდენი ეგოიზმია შენში,მაგრამ სადღაც ჩქმალავ,არ გინდა ყველაფერში გამოტყდე.
კიდევ რამდენ რამეს იტევს ჩემი არსება. სიყვარულზე შეყვარებული გიჟი არსება.

ვინმეს,რომ შეეძლოს შენი შეყვარება ისე,როგორც ეს შენ შეგიძლია,ბედნიერებას საზღვრები მართლა აღარ ექნებოდა. სულისშემძვრელი იქნებოდა შენი სიყვარული მისთვის. ნეტავ ვინმემ შეგიყვაროს ისე,როგორც ეს შენ შეგიძლია და გაიგოს იმ ნეტარების გემო,რისი მიცემაც ძალგიძს საკუთარი არსების ჩუქებით.
მე თუ შენ შეგიყვარებ,ეს ნიშნავს იმას რომ,შენს სულს და სხეულს ჩემს სახლად ვაქცევ.

თინეიჯერების ჩხუბის სცენები :D

თინეიჯერების ჩხუბის სცენები 
The boy next door 🎬
Men Women and Children 🎬
kissing booth 🎬
Warriors Gate 2 🎬
The basketball diaries 🎬

Adrien Brody

"ადამიანს, საბოლოოდ არც ფული დარჩება და არც სილამაზე, რჩება მხოლოდ მოგონებები. ამიტომ დააგროვეთ ლამაზი დღეები."
Adrien Brody

Angelina Jolie

"როდესაც სხვა გოგონებს ბალერინობა სურდათ, მე მინდოდა ვამპირი ვყოფილიყავი."
Angelina Jolie

Fight Club

,,ჩვენი დიდი ომი, სულიერი ომია.
ჩვენი დიდი დეპრესია, ჩვენი ცხოვრებაა."
Fight Club 🎬

Adriano Celentano

'გალიაში ჩიტი თუ იცინის, ეს სიმწრის სიცილია."
Adriano Celentano

Gotham

ჯოკერის კარგი შესრულება 
Gotham 🎬

Oscar 2019

რამი მალეკი ❤️
Oscar 2019 🎬

Gangs of New York

ყველაზე ძლიერი მაშინ ხდები, როცა ხვდები, რომ საკუთარი თავის გარდა ვერავინ დაგეხმარება."
Gangs of New York 🎬

Heath Ledger

''არასოდეს არ თქვა უარი იმაზე, რასაც ღიმილის მონიჭება შეუძლია შენთვის.''
Heath Ledger

Al Pacino

"ტკივილი დროებითია, მას შეიძლება გრძნობდე ერთი წუთი, ერთი დღე, შეიძლება ერთი წელიწადიც, მაგრამ დგება მომენტი როდესაც ის ქრება და რაღაც განსაკუთრებული რჩება ჩვენში. ხოლო თუ დავიხევ უკან და დავნებდები, ტკივილი რჩება ჩემში მარად."
Al Pacino

ქერჩი

გოგა ბარბაქაძე ❤️
ქერჩი 🎬

საქართველოს კინემატოგრაფიაში ერთერთი უდიდესი გარდასახვაა ჩემთვის დათოდან ტიფლისის პერსონაჟამდე 
დათო იმდენად ბუნებრივი იყო ყოველთვის რო ვერც კი წარმოვიდგენდი რო სრულიად სხვა ტიპის როლსაც ისევე იდეალურად შეასრულებდა 💚

Nightcrawler

"იქნებ ჩემი პრობლემა ის კი არ არის, რომ ხალხის არ მესმის, არამედ ის, რომ უბრალოდ არ მომწონს ისინი?!’’
Nightcrawler 🎬

The Great Gatsby

"ყველა გოგონას უნდოდა ვინმეს ისე შეეხედა მისთვის, როგორც გეთსბი უყურებდა დეიზის."
The Great Gatsby 🎬

Christian Bale

"ერთადერთი რითიც შეპყრობილი ვარ, ეს ძილია. ისე ძლიერ მიყვარს ძილი, რომ შემიძლია დღეში 12 საათიც მეძინოს.
loading...