loading...

"ლუკა სირაძე სისტემამ მოკლა და ვიცით ვის მოვთხოვოთ პასუხი... ამ გოგოს თვითმკვლელობაზე რა ვქნათ? მკვლელები ხართ ყველა, ვინც "ამ ცხოვრების დედაც"-ს პროპაგანდირებთ"


სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ასე ეხმაურება წუხელ მომხდარ ტრაგიკულ ფაქტს. აბაშაში 17 წლის გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.


"ლუკა სირაძე სისტემამ მოკლა და ვიცით ვის მოვთხოვოთ პასუხი - ხელისუფლებას, გამომძიებელ ჩოლარიანს, სკოლას... ამ გოგოს თვითმკვლელობაზე რა ვქნათ? ვინ დავსაჯოთ, ვის მოვუწყოთ აქციები? რატომ ხართ გასუსულები, ხმას რატომ არ იღებთ, წუხილს რატომ არ გამოთქვამთ? მკვლელები ხართ ყველა, ვინც ქუჩებში "ამ ცხოვრების დედაც"-ს ჯღაბნით, ან სოციალურ ქსელში წერთ. თქვენ არ განაღვლებთ მოზარდები და სხვებსაც უბიძგებთ სუიციდისკენ. გეყოთ, საკმარისია, მორჩით ბოლოს და ბოლოს. მინიმუმ ორი ადამიანი შეიწირეთ უკვე," - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.
17 წლის გოგონამ თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ლუკა სირაძის მხარდამჭერი პოსტები გამოაქვეყნა. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას პრობლემა ოჯახში ჰქონდა, თუმცა, ახლობლებმა ეს ინფორმაცია უარყვეს.

loading...