Breaking

loading...

მთელი ეს ტრაგედია ფულის გამო მოხდა - ჯონდი ბაღათურია ლუკა სირაძის გარდაცვალების უცნობ მიზეზს ასახელებს


„ლუკა სირაძის ტრაგედიას, ხელისუფლება, როგორც ჩანს, პოლიტიკური გარიგებისთვის იყენებს და საზოგადოებას სიმართლეს უმალავს, იმ მიზეზს, თუ რის გამო მივიდა მოზარდი სუიციდამდე“, ამის შესახებ ჯონდი ბაღათურიამ „პრაიმტაიმთან“ განაცხადა.
ბაღათურიას თქმით კი სიმართლე ასე გამოიყურება:


„ამ ეტაპზე, ხელისუფლება ნამდვილ დამნაშავეს აფარებს ხელს. დამნაშავე კი სკოლა და მისი დირექციაა, რომელიც შანტაჟითა და მუქარით, კანონდარღვევით, ცდილობდა მოზარდისგან თანხის ამოღებას. მთელი ეს ტრაგედია ფულის გამო მოხდა. ცრუ დასმენით პოლიცია გამოიძახეს მაშინ, როცა დანაშაული არ იყო სახეზე. წარწერის გაკეთება კი დანაშაული არ არის. ჩვენ უამრავი წარწერა გვინახავს ტაძრებზე გაკეთებული, სადაც სიბილწეებს წერენ, ფოტოებს ახატავდნენ. მახსოვს, სახალხო დამცველი და მთელი სახელმწიფო ამას გამოხატვის თავისუფლების ფორმატში განიხილავდა.
15 წლის მოზარდის შემთხვევაში რატომ არ ჩაითვალა ის წარწერა აზრის გამოხატვის თავისუფლებად? აქ ხომ უკვე ჩანდა, რომ ბავშვს გარკვეული პრობლემა ჰქონდა. სკოლა იმ ოჯახისგან ცდილობდა ფულის ამოღებას, რომელმაც მარჩენალი დაკარგა. ლუკას მამა სულ ცოტა ხნის წინ დაიღუპა... სკოლას პოლიციის გამოძახების უფლება და საფუძველი არ ჰქონდა, რადგან, იცოდნენ, ეს ვინც გააკეთა. პოლიცია არ არის სარეკეტო დაწესებულება, რომ მისთვის ფული მიეტანინებინა. მაშინ რატომ არ აღიძრა საქმე სხვისი ნივთის დაზიანებისთვის, როცა ლიბერალებმა ტაძრებზე გააკეთეს წარწერები. ეს ერთი და იგივე არ არის? აი, ამ ქვეყანაში შერჩევითი სამართალია. ვის აფარებს ხელს ხელისუფლება?
ეს სკოლა ეკუთვნის იმ სასტვენიან დეპუტატებს, ახლა ქუჩაში რომ დარბიან და მორალს გვიკითხავენ. ამათი სკოლაა, მათ მიიყვანეს მოზარდი სუიციდამდე.
ერთ შემთხვევას გავიხსენებ. 2012 წელს, 53-ე სკოლაში მოხდა ინცინდენტი, სადაც, ასევე, სკოლის დირექციამ მოზარდი პოლიციასთან დააპირისპირა და იგი პოლიციის, პროკურატურის და პრეზიდენტ სააკაშვილის დევნის ობიექტი გახდა. სააკაშვილმა პირდაპირ პარლამენტის ტრიბუნიდან, ზაზა ალექსიძე ბანდიტად გამოაცხადა. ამაზე გამოვესარჩლე და კონფლიქტი მოხდა, ფიზიკური გაწევ-გამოწევაც კი იყო პარლამენტის დარბაზში. ეს კადრები შემორჩენილია. ის ამბები მაშინ ზაზა ალექსიძის სუიციდით დამთავრდა. ფსიქიკამ ვერ გაუძლო. იცით, თუ არა, რომ დირექტორის მოადგილე, ვინც მაშინ 53-ე სკოლაში მუშაობდას, ახლა „მწვანე სკოლაში“ მუშაობს? მაშინაც მოქმედი „ანტიგმირი“ იყო და - ახლაც.
წარმოგიდგენიათ? რეციდივთან გვაქვს საქმე. მინიმუმ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრულიყო მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით და უნდა შეეჩერებინათ პედაგოგის სტატუსი.
მეორე ბავშვი მიიყვანა სუიციდამდე მათმა უსამართლო მოპყრობამ. ლუკას ოჯახი გააუბედურეს. მისი დედა ფსიქოლოგიურად და ჯანმრთელობის მხრივ, მოშლილია. სკოლის დირექციაა პირველადი დამნაშავე. თანაც, სრულიად უკანონო მოქმედებები ჩაიდინა, პირადი ამბები პოლიციას გადასცა და ეს შანტაჟისთვის გამოიყენეს. წარმოუდგენელი ამბავია.
სკოლა და პოლიცია ერთად „აკაჩავებდნენ“ ბავშვს, ფული მოგვიტანეთო. ამაზე ხელის დაფარება შეიძლება? ხსენებული დირექტორის მოადგილე ცნობილი „ნაციონალია“, რომელიც დღემდე აქტიურად მოქმედებს ქუჩაში სასტვენებით სირბილის პროცესში.
წარმოიდგინეთ, ასეთი რამ საპატრიარქოს სკოლაში რომ მომხდარიყო... აშშ-ს საელჩო აღშფოთებული იქნებოდა, ევროსაბჭო შეშფოთებული, სახალხო დამცველი თავს გადაიპარსავდა და ძაძებს ჩაიცვამდა და ეს სასტვენიანი ჭინკები სკოლის გარშემო ჭიაკოკონას გამართავდნენ, დირექციის კოცონზე დაწვას მოითხოვდნენ. ეს ჩვენი დოყლაპია ხელისუფლება კი სკოლას ლიცენზიას შეუჩერებდა“, - აცხადებს ჯონდი ბაღათურია.

წყარო: Primetime
loading...

ssss