loading...

15 წლის მოზარდი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა


15 წლის მოზარდი, რომელმაც არსებული ინფორმაციით პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
12 დეკემბერს, დიღმის მასივში მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის თქმით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. 
მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით უკიდურესად მძიმე იყო. 
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვნის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო, მომხდარს გამოეხმაურა განათლების სამინისტროც. „მწვანე სკოლაში“ ინციდენტის გამო 2 სამართალდამცველს უფლებამოსილება შეუჩერეს.
წყარო: https://imedinews.ge/ge/dzalovnebi/123871/15-tslis-mozardi-romelmats-tvitmkvleloba-stsada-saavadmkoposhi-gardaitsvala

loading...