loading...

10 ფილმი, რომელსაც 2020 წელს ყველაზე მეტად ველოდებით




2019 წელი საკმაოდ საინტერესო პერიოდი გამოდგა კინოსამყაროსთვის: ჩვენ ვიხილეთ, როგორც საავტორო კინოს ისეთი ლეგენდარული რეჟისორების ახალი ფილმები, როგორებიც კვენტინ ტარანტინო, პედრო ალმოდოვარი თუ მარტინ სკორსეზე არიან, ისე ცნობილი ბლოკბასტერები — შურისმაძიებლებიმეფე ლომი და სხვა.
სულ ცოტა ხნის გახდა ცნობილი ოქროს გლობუსის ნომინაციები და წინ, როგორც ეს დაჯილდოება, ისე ოსკარების ცერემონიალი გველოდება, რაც იმას ნიშნავს, რომ წლევანდელ ფილმებს კვლავ აქვთ შანსი მაყურებლების ყურადღება მიიქციონ.
ახლა კი დროა ის ფილმები დავასახელოთ, რომლებიც 2020 წელს ნამდვილ კინომოყვარულებს მხედველობიდან არ უნდა გამორჩეთ.

10. The Grudge



2020 წელს საშინელებათა ჟანრის მოყვარულებისთვის კარგად ნაცნობი ფილმების ტრილოგიის ახალ ნაწილს ვიხილავთ, რომლის ორწუთიანი ტრეილერიც კი გვარწმუნებს, რომ წინ შემაძრწუნებელი სანახაობა გველოდება.
გამოსვლის თარიღი: 2020 წლის 3 იანვარი

9. Mulan



დისნეიმ თავისი კიდევ ერთი საკულტო ანიმაცია გადააქცია ფილმად და მულტფილმისთვის დამახასიათებელი შთამბეჭდავი სცენები კინოკამერის წინ გააცოცხლა.
გამოსვლის თარიღი: 2020 წლის 27 მარტი

8. Wonder Woman: 1984



გალ გადოტმა მოახერხა და 2017 წელს კომიქსების სამყაროს მნიშვნელოვანი სუპერგმირის, ქალი საოცრების როლი იდეალურად მოირგო და ყველას მალევე შეაყვარა თავი. ახლა ისღა დაგვრჩენია მისი ისტორიის განვითარებას დაველოდოთ.
გამოსვლის თარიღი: 2020 წლის 5 ივნისი

7. Invisible Man



მხევლის წიგნის ვარსკვლავს, ელიზაბეტ მოსს ამჯერად საშინელებათა ისტორიის ეპიცენტრში ვიხილავთ. პრინციპში, არც მხევლის წიგნში ყოფილა მის მიერ შესრულებული პერსონაჟი უკეთეს დღეში.
გამოსვლის თარიღი: 2020 წლის 8 თებერვალი

6. Tenet




ამ ფილმის შესახებ ყველაზე ცოტა რამ ვიცით: მისი არათუ ტრეილერი არ გამოსულა ჯერ, სიუჟეტის დეტალებიც კი მკაცრადაა გასაიდუმლოებული. თუმცა, ალბათ, პრემიერის თარიღს მოუთმენლად რომ დაელოდოთ, იმის თქმაც საკმარისი იქნება, რომ ფილმს კრისტოფერ ნოლანი იღებს და მასში მთავარ როლებს რობერტ პატინსონი და BlacKkKlansman-ის მსახიობი, ჯონ დევიდ ვაშინგტონი ასრულებენ.
გამოსვლის თარიღი: 2020 წლის 17 ივლისი

5. Black Widow



მართალია, შურისმაძიებლების საერთო ისტორიას ბედნიერებისა თუ მწუხარების ცრემლებით გამოვემშვიდობეთ, მაგრამ მარველი შესაძლებლობას გვაძლევს მისი გმირების დამოუკიდებელი ისტორიებით კვლავ ვისიამოვნოთ.
გამოსვლის თარიღი: 2020 წლის 1-ლი მაისი

4. A Quiet Place: Part II




ჯონ კრასინსკიმ ნამდვილად ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო საშინელებათა ჟანრის ფილმი გადაიღო, რომელმაც მილიონობით მაყურებელი მოხიბლა. სულ მალე კი სწორედ ამ შემაძრწუნებელი ისტორიის გაგრძელებას ვიხილავთ.
გამოსვლის თარიღი: 2020 წლის 20 მარტი

3. Dune




საინტერესო ხედვის მქონე რეჟისორი, დენი ვილნევი 2020 წელს სამეცნიერო ფანტასტიკის საკულტო წიგნის, დიუნის ახალ ეკრანიზაციას შემოგვთავაზებს, რომელის სამსახიობო გუნდშიც ვიხილავთ ტიმოთი შალამეს, ზენდაიას, ხავიერ ბარდემსა და ჯეისონ მომოას.
გამოსვლის თარიღი: 2020 წლის 18 დეკემბერი

2. Soul



Pixar და Walt Disney ტრადიციულად კიდევ ერთ ამაღელვებელ ამბავს მოგვითხრობენ ანიმაციის სახით, რომელიც ოსკაროსანმა რეჟისორმა, პიტ დოქტერიამ გადაიღო.
გამოსვლის თარიღი: 2020 წლის 19 ივნისი

1. Birds of Prey



როგორც იქნა, დიდ ეკრანზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერსონაჟის, ჰარლი ქუინის შესახებ გადაღებულ დამოუკიდებელ ფილმს ვიხილავთ და თანაც გასაოცარი მარგო რობის მონაწილეობით.
გამოსვლის თარიღი: 2020 წლის 7 თებერვალი
loading...